„გლანდების ოპერაციაა, 15 წუთში გამოვა“ – ეს ფრაზა თითქმის ყველა მშობელს სმენია. თუმცა, იმ მომენტში, როცა საოპერაციოს კარი იხურება, ნებისმიერი სტატისტიკა აზრს კარგავს და რჩება მხოლოდ ერთი რეალობა: შენი შვილი და ქირურგიული ჩარევა.
მედიცინაში არსებობს ტერმინი „გეგმიური ოპერაცია“, თუმცა ტერმინი „უსაფრთხოების 100%-იანი გარანტია“ არ არსებობს. ტონზილექტომია და ადენოტომია ყველაზე ხშირად ჩატარებულ მანიპულაციებს შორისაა, რის გამოც საზოგადოებაში მათ მიმართ ერთგვარი ზედაპირული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა.
რამდენად საფუძვლიანია შიში ნარკოზის მიმართ? რატომ შეიძლება სრულიად სტერილურ გარემოში გართულება განვითარდეს და რა კითხვები უნდა დავუსვათ ექიმს პირველივე კონსულტაციაზე? ჩვენს კითხვებს ქირურგი-ოტოლარინგოლოგი თათია ზარნაძე პასუხობს.
- მშობლებისთვისაც და ექიმებისთვისაც ეს ოპერაციები - ტონზილექტომია, ადენოტომია და სეპტოპლასტიკა არ არის მარტივი ოპერაცია. შეიძლება ქირურგიული თვალსაზრისით, ტექნიკურად რთულ ოპერაციათა რიცხვს არ მიეკუთვნება, მაგრამ როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, ეს ოპერაციებიც სტრესია ორგანიზმისთვის და პოსტოპერაციული პერიოდის მართვაც ყურადღებას მოითხოვს როგორც ქირურგისგან, ასევე პაციენტისგან და პაციენტის მშობლისგან.
- არა მარტო ამ ოპერაციების, ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს (და კონსულტაციის დროსაც) პაციენტი და პაციენტის მშობელი(არასრულწლოვანი პაციენტის შემთხვევაში) ხელს აწერს თანხმობის ფურცელს, რათა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გართულება შეიძლება ახლდეს ოპერაცია. საბედნიეროდ, გეგმიური ოპერაციების დროს გართულების ალბათობა ძალიან მცირეა. თითქმის არ არის.
- ანესთეზია თანამედროვე მიდგომებით ზოგადად უსაფრთხოა ტვინისთვის, მაგრამ მას შეუძლია გამოიწვიოს დროებითი და იშვიათ შემთხვევებში, გრძელვადიანი კოგნიტური ცვლილებები (აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, სწავლა, გადაწყვეტილებების მიღება). მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ანესთეზია ხორციელდება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, პოსტოპერაციულად შეიძლება გამოიწვიოს ხანმოკლე დაბნეულობა ე.წ. „ტვინის დაბინდვა“ და, ზოგჯერ, გრძელვადიანი მეხსიერებისა და ფოკუსირების პრობლემები. ტვინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი მოსაზრებებია: ასაკოვნებში ტვინი უფრო მიდრეკილია ხანგრძლივი კოგნიტური დარღვევებისკენ, როგორიცაა, მაგალითად პოსტოპერაციული დელირიუმი ან დემენციასთან დაკავშირებული პრობლემები.
3 წლამდე ასაკის ბავშვებში ანესთეზიის განმეორებითმა ან ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინის განვითარებაზე, არ არის საუბარი ისეთ ხანმოკლე ოპერაციებზე საუბარი, როგოროს ადენოტომია და ტონზილექტომიაა (ოპერაციის ხანგრძლივობა 15-20 წუთს არ აღემატება) ზრდასრულებში ბევრი პაციენტი განიცდის დროებით პოსტოპერაციულ კოგნიტურ დისფუნქციას (POCD) (ქირურგიული პაციეტნების დაახლოებით 30%, ახლო პოსტოპერაციულ დღეებში).უსაფრთხოება დამოკიდებულია ოპერაციის ხანგრძლივობაზე, პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობებზე (თანმხლები დაავადებები ან სხვა მწვავე მდგომარეობები). ადექვატურად უმეტეს შემთხვევაში რისკები დაბალია და აუცილებელი სამედიცინო პროცედურების სარგებელი აჭარბებს მათ.
- სეფსისი არის ორგანიზმის პასუხი სიცოცხლისთვის საშიში ინფექციაზე. ის შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ინფექციაზე რეაგირებისას იწყებს ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას, რაც იწვევს მთელი ორგანიზმის მასშტაბით ანთებით პროცესს.100% გარანტია მედიცინაში სამწუხაროდ, არ არის, რადგან მედიცინა არ არის მათემატიკა, შესაბამისად, მსგავსი რამ რომ არსებობდეს, გართულებებიც აღარ იქნებოდა. ორგანიზმი მუდმივად განიცდის ცვლილებას, გარემო პირობები, სტრესული მდგომარეობა, ადექვატური ბალანსირებული ან არაჯანსაღი კვება, ჰორმონალური ბალანსი, ნივთიერებათა ცვლა და ა.შ.
წინასაოპერაციო ანალიზების და კვლევების მთავარი არსია პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ხოლო შედეგების და ანამნეზის მიხედვით მაქსიმალურად უსაფრთხო პროცედურის დაგეგმვა. რადგან ოპერაციები რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის გეგმიური ქირურგიული ჩარევა, არ არის ხანგრძლივი ოპერაციები, შესაძლო გართულებების ალბათობა მინიმალურია.სუფთა და სტერილურ გარემოში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სეფსისის განვითარების ალბათობა თითქმის არ არის.
- ოპერაციამდე პაციენტები გადიან მომზადების რამდენიმე ეტაპს: პირველი - ვიზიტი სპეციალისტთან. დიაგნოზის დაზუსტება. ოპერაციის შესახებ პაციენტსაც და პაციენტის მშობელსაც ეძლევა ინფორმაცია: ოპერაციის ხანგრძლივობა, ტაქტიკა, პოსტოპერაციული მართვის და ა.შ.
გეგმიურ ოპერაციებს აქვს სტანდატით და გაიდლაინებით გაწერილი წინა საოპერაციო კვლევები, ამ კვლევების ჩატარების შემდეგ ვიზიტი პედიატრთან და თერაპევტთან, სადაც ხდება დამატებითი ანამნეზის შეკრება გადატანილი და თანმხლები დაავადებები შესახებ, იღებს თუ არა რაიმე მედიკამენტებს. თუ პედიატრი და თერაპევტი საჭიროდ ჩათვლის დამატებითი კვლევების ჩატარებას, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს პაციენტმა.
მათი ნებართვის შემდეგ პაციენტს აქვს ვიზიტი ანესთეზიოლოგთან, რომელიც კითხვებს უსვამმს და პაციენტი პასუხობს. თუ ანესთეზიოლოგი ჩათვლის საჭიროდ რაიმე დამატებით კვლევას, რომელიც აუცილებელია პაციენტისთვის, იგზავნება პაციენტი გამოკვლევებზე.
პაციენტის და პაციენტის მშობლების მხრიდან ხშირად არის მოთხოვნა ალერგიული სინჯების გაკეთების, მაგრამ თუ კი ანამნეზში ალერგია არ აქვს პაციენტს, სინჯების გაკეთება აუცილებელი არ არის. სინჯის გაკეთება არ არის გარანტია, რომ ალერგიული რეაქცია არ განვითარდება. სინჯი კეთდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზში ანაფილაქსია ჰქონია.
სეზონური ალერგიის მქონე პაციენტებში სინჯის გაკეთება არ არის აუცილებელი, რადგან ისინი ისედაც იღებენ ანტიჰისტამინურ საშუალებებს და ეს ერთგვარი თავის დაცვა.
100% პროცენტით ვერც ერთი ანალიზი და კვლევა ვერ გამორიცხავს და ვერც დაადასტურებს გართულებას.
- დღევანდელ დღეს მშობლებს უკვე აქვთ ინფორმაცია, როგორ უნდა მართონ პოსტოპერაციული პერიოდი, მედიკამეტებით - ტკივილგამაყუჩებელითა და ანტიბიოტიკებით. ეძლევათ ამობეჭდილი დიეტა - რა შეიძლება მიიღოს პაციენტმა.
მე-7-მე-8 დღეს ხდება პოსოპერაციული ფიბრინული ნადების მოცილება, რასაც შეიძლება ახლდეს სისხლიანი გამონაჟონი, სასურველია აცნობოთ ექიმს ან მის თანაშემწეს, აუცილებელია მიმართოთ კლინიკას, სადაც მორიგე ექიმი ყოველთვის არის და შეაფასებს მდგომარეობას.
აქვე დავამატებ: ყოფილა შემთხვევები როცა სისხლდენა არამარტო მე-7მე-10 დღეს არამედ მე-2-მე-3-მე-4 დღესაც ყოფილა, როცა პაციენტი, განსაკუთრებით ბავშვები, მიირთმევენ გაზიან სასმელებს, ცხელ მჭადს, ცხელ და მწარე სოსის, მჭავე ხილს - ალუჩას, ალუბალს, ციტრუსებს - ამ დროსაც ხდება ნადების მოცილება და სისხლდენაც მოსალოდნელია.ფიზიკური აქტივობა - სიარული, სირბილი, ყვირილი, სიმაღლიდან ჩამოხტომა, მძიმე საგნების აწევა. მუდმივი დაძაბულობა და შიში, სტრესი - ამ დროს ხდება არტერიული წნევის მომატება და შესაძლოა სისხლდენის მიზეზიც გახდეს.
ხანგრძლივად გაჯეტებში ყურება -ამ დროს კისრის კუნთების დაჭიმულობაა და ემოციები უკონტროლოა. უხეშმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და აუცილებელია მიმართოთ ექიმს, სახლის პირობებში გამოივლოს ცივი წვალი, ყინული გამოიყენეთ კისრის წინა ზედაპირზე ყბის ქვეშ ჭრილობის საპროექციო არეში. სახლის პირობებში რომ შეძლოთ სისხლდენის შეჩერება, მაინც აცნობეთ ექიმს და ასისტენტს და მიმართეთ კლინიკას
- როცა ოჯახის წევრებს ვირუსული ინფექსია აქვთ და პაციენტი მათთან კონტაქტში იყო, ან თავად პაციენტს აქვს სურდო, ყელის ტკივილი, ჰერპესული გამონაყარი.
- ადენოიდების ჰიპერტროფიას ახლავს სუნთქვის გაძნელება, ღამის აპნოე, ზედა ან ქვედა ყბის დეფორმაცია, თანკბილვის დარღვევა შესაბამისად, რაც მალე გაკეთდება ოპერაცია, მით უკეთესი. ხშირად მოავადე ტონზილებმა შეიძლება გამოიწვიოს რევმატიული დაავადებები და პრობლემები - მიოკარდიტი. როცა არის მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, რისკი მაღალია. ცხვირის ძგიდის გამრუდება და ნიჟარების ჰიპერტროფია შეიძლება იყოს მიზეზი გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებების.
- არის თუ არა კლინიკაში 24/7 მორიგე გუნდი-ექიმი, ექთანი ანესთეზიოლოგი.
ნინო გიგიშვილი