6 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დადგენილი უქმე დღეების ჩამონათვალში 6 მაისი არ არის განსაზღვრული, მშობლებს ყოველწლიურად მაინც უჩნდებათ შეკითხვა, დაისვენებენ თუ არა აღნიშნულ დღეს სკოლები.
ინფორმაცია კიდევ ერთხელ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დავაზუსტეთ, სადაც აღნიშნეს, რომ 6 მაისს სკოლები არ ისვენებენ და სასწავლო პროცესიც ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.
აღსანიშნავია, რომ გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი მისი წამების დღეს. 23 ნოემბერი საქართველოში ოფიციალურად უქმე დღეა.
2025-2026 სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი უქმე დღეებია: