ფიზკულტურის მასწავლებელმა წლების განმავლობაში 300-მდე გაჭირვებული მოსწავლე იშვილა: "ზოგი ჩემპიონი გახდა, ზოგი უნივერსიტეტის ლექტორი. ცოლმა კი მის ქველმოქმედებას ვერ გაუძლო" - მშობლები

ფიზკულტურის მასწავლებელმა წლების განმავლობაში 300-მდე გაჭირვებული მოსწავლე იშვილა: "ზოგი ჩემპიონი გახდა, ზოგი უნივერსიტეტის ლექტორი. ცოლმა კი მის ქველმოქმედებას ვერ გაუძლო"

2026-05-07 16:35:50+04:00

ჩინეთში ფიზკულტურის მასწავლებელი ბაი ძიანი უკვე სამი ათწლეულია ობოლ და მიტოვებულ ბავშვებზე ზრუნავს. 52 წლის მამაკაცს ადგილობრივ მედიაში „ჩინეთის სუპერმამას“ უწოდებენ, რადგან 1995 წლიდან დღემდე მან თითქმის 300 ბავშვს მისცა ოჯახი, განათლება და ცხოვრების ახალი შანსი.

ბაი ძიანი ლიაონინის პროვინციაში, ქალაქ ანშანის მეორე საშუალო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელია. ის დიდ ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, რომელსაც თავად „ოცნების სახლს“ უწოდებს. ამ სახლში ერთდროულად 20-30 ბავშვი ცხოვრობს. წლების განმავლობაში იქ სულ მცირე 276 ბავშვს უცხოვრია.

42c60d2e-4347-43b6-9743-9aa2ef869084-4891bce2-1778157673.webp

მისი აღსაზრდელები სხვადასხვა ბედის მქონე ბავშვები იყვნენ — ობლები, მშობლების მიერ მიტოვებული ან მძიმე სოციალური პირობების მქონე მოზარდები. ბევრმა მათგანმა მომავალში წარმატებას მიაღწია: ზოგი პროფესიონალი სპორტსმენი გახდა, ზოგი ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიაში მსახურობს, ნაწილი სახელმწიფო უწყებებში მუშაობს, ნაწილი კი უნივერსიტეტის ლექტორია.

100-ზე მეტმა მისმა შვილობილმა უმაღლესი განათლება მიიღო, ხოლო დაახლოებით 50 ბავშვმა ჩინეთის სპორტის ეროვნული სისტემის უმაღლესი — პირველი დონის სპორტსმენის წოდება მოიპოვა. ბაი ძიანის სახლში დღეს დაახლოებით 1300 მედალია გამოფენილი — ეს ჯილდოები მისმა აღსაზრდელებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში მოიპოვეს.

d0b6e275-4183-4b83-9ef7-a61189949a7a-18926478-1778157691.avif

ერთ-ერთი გოგონა, რომელიც ბაი ძიანმა 11 წლის ასაკში აიყვანა, ეროვნული სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვების შემდეგ ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩაირიცხა, როგორებიცაა ცინხუას და პეკინის უნივერსიტეტები.

ბაი ძიანი თავადაც ღარიბ ოჯახში გაიზარდა. ის ლიაონინის პროვინციის სოფელში დაიბადა და კოლეჯში მოხვედრა მხოლოდ სპორტული ნიჭის წყალობით შეძლო — განსაკუთრებით გრძელი დისტანციების სირბილში გამოირჩეოდა.

მისი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როცა სკოლაში ერთ ბიჭს მიაქცია ყურადღება — ბავშვი ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და სხვა მოსწავლეებს საჭმელს პარავდა. მოგვიანებით მასწავლებელმა გაიგო, რომ ბიჭი მშობლებმა მიატოვეს და პრაქტიკულად შიმშილობდა. ბაი ძიანმა ის საკუთარ საცხოვრებელში წაიყვანა. ბიჭმა მას უთხრა: „ჩემზე საკუთარი მშობლებიც კი არ ზრუნავდნენ. ახლა შენ ჩემი მამა ხარ.“ამის შემდეგ მასწავლებელმა სხვა მიტოვებული ბავშვების დახმარებაც დაიწყო.

6b3be0b9-9612-4b7b-b7e1-d80ddd6d7f46-b037b86a-1778157710.avif

ბავშვების რჩენა მისთვის ძალიან რთული იყო. ფულის საკმარისად მოსაპოვებლად ხშირად სესხულობდა თანხას, თავისუფალ დროს დამატებით მუშაობდა და ოჯახის წევრების დახმარებასაც იღებდა. ბავშვების მოვლაში დედა და ორი და ეხმარებოდნენ.

ბაი ძიანს სჯერა, რომ სპორტი ბავშვს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ შინაგანადაც აძლიერებს. სწორედ ამიტომ მისი აღსაზრდელები ყოველდღიურად დილის 4:30 საათზე იღვიძებენ და სავარჯიშოდ გადიან. ისინი ნებისმიერ ამინდში დღეში დაახლოებით 12 კილომეტრს დარბიან.

„სპორტი სამართლიანია — რასაც დათესავ, იმას მოიმკი,“ — ამბობს ბაი ძიანი.

b9d93958-db2c-41a7-8094-87182a46315e-48bb79ff-1778157722.avif

მისი თქმით, ბევრი ბავშვი საკუთარ ბიოლოგიურ მშობლებზე გაბრაზებული იყო, თუმცა ყოველთვის ცდილობდა მათთვის სიძულვილის მავნებლობა აეხსნა.

„სიძულვილი ორპირი იარაღია. ის არა მხოლოდ იმას აზიანებს, ვინც გძულს, არამედ შენც განადგურებს,“ — ეუბნება შვილობილებს.

„სუპერმამა“ მხოლოდ 46 წლის ასაკში დაქორწინდა. საკუთარი შვილი კი 2020 წელს შეეძინა. როგორც თავად ამბობს, წარსულში რამდენიმე ურთიერთობა სწორედ იმიტომ დასრულდა, რომ მისი პარტნიორები ამხელა პასუხისმგებლობასა და საქველმოქმედო საქმიანობას ვერ იღებდნენ.

წყარო

ქალი, რომელმაც 2500 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა