მსოფლიომ 21 წლის ბანგლადეშელი მოდელის, რაუდა ატიფის შესახებ 2014 წელს შეიტყო, მას შემდეგ, რაც მისი პირველი ფოტოები ინტერნეტში გამოჩნდა. მისმა უჩვეულო გარეგნობამ მაშინვე აღფრთოვანება გამოიწვია. მომწვანო-ლურჯი თვალებით, მუქი კანის ფონზე და დახვეწილი ნაკვთებით, მისმა სილამაზემ მაშინვე მიიპყრო სამოდელო სააგენტოების ყურადღება.



2016 წლის შემოდგომაზე რაუდა ინდური Vogue-ის გარეკანის გოგონა გახდა. მთელი მსოფლიოდან პროდიუსერები, დიზაინერები და რედაქტორები მის სამოდელო კარიერას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში „ყველაზე ლამაზი თვალების“ მფლობელის ტიტულიც მიიღო. თუმცა, ახალგაზრდა გოგონას სხვა გეგმები ჰქონდა: ის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა და ჟურნალებისთვის მოდელობას მხოლოდ ჰობიდ თვლიდა.
აკადემიური ცხოვრება რაუდასთვის ადვილად დაიწყო. მეგობრებსა და კურსელებს ძალიან მოსწონდათ. თუმცა, გარკვეულ მომენტში რაუდას ცხოვრებაში რაღაც შეუქცევადი მოხდა და ამან ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა...
2017 წლის 31 მარტს, ბანგლადეშის ქალაქ რაჯშაჰიში, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოთახში ის გარდაცვლილი იპოვეს. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ოფიციალური ვერსიით, რაუდა ატიფმა ჭაღზე თავი ჩამოიხრჩო. მის სხეულზე უკანონო ქმედებების კვალი არ აღმოჩნდა, არც ძალადობის, ამიტომ თვითმკვლელობის თეორია არ გამოირიცხა.


მიზეზები, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა, უცნობია. ოფიციალური გამოძიების მიუხედავად, 21 წლის მოდელის მამა მიიჩნევს, რომ მისი ქალიშვილი მოკლეს.
მისი მეგობრები და პროფესორები შოკირებულები იყვნენ ინციდენტით. რაუდა უკიდურესად მხიარული ადამიანი ჩანდა...
პოლიცია მიიჩნევს, რომ რაუდამ თვითმკვლელობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ დეპრესიით იტანჯებოდა, რომლის გამომწვევი მიზეზებიც უცნობია. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ახლო მეგობრებმაც კი არაფერი იცოდნენ.
„წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გადაწყვიტა თვითმკვლელობა. დღემდე ვერ ვიჯერებ... ის ძალიან ბედნიერ ადამიანად მახსოვს. ბევრისთვის შთაგონების წყარო იყო“, - ამბობს მოდელის ერთ-ერთი ნაცნობი.



მოდელთან დაახლოებული წყაროები ირწმუნებიან, რომ მან სამოდელო კარიერისა და კოლეჯში სწავლის იდეალურად დაბალანსება მოახერხა. ხშირი არყოფნა ხელს არ უშლიდა ატიფს, რომ ყველაფერი აეწყო და სასწავლო გეგმის ათვისებაში პრობლემები არ ჰქონოდა.




საბოლოოდ მოდელის გარდაცვალება თვითმკვლელობად აღიარეს, თუმცა მამამისი დღემდე ამტკიცებს, რომ მისი ქალიშვილი მოკლეს ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ისლამისტებმა.ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბარში მოჰამედ ატიფმა განაცხადა, რომ მორწმუნეები ხშირად აკრიტიკებდნენ მოდელს იმის გამო, რომ მას თავისუფლად ეცვა (მაგალითად, ჯინსების ტარების გამო). გარდა ამისა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რაუდამ ახლობლებს შესჩივლა, რომ ვიღაცამ სცადა მისთვის საძილე აბების გარევა სასმელში... თუმცა გამოძიება ამ მიმართულებით არ წასულა და საქმეც დაიხურა....