1 800-კარატიანი სამკაულები და მილიონობით დოლარის ღირებულების სამოსი - ინდურმა ელიტამ Met Gala-ზე საკუთარი ზღაპრული სიმდიდრე წარმოაჩინა - მშობლები

1800-კარატიანი სამკაულები და მილიონობით დოლარის ღირებულების სამოსი - მდიდარმა ინდოელებმა Met Gala-ც კი დაზაფრეს

2026-05-13 11:26:47+04:00

4-დან 5 მაისის ღამეს ნიუ-იორკი მსოფლიო მოდის ცენტრად კვლავ იქცა. მეტროპოლიტენ-მუზეუმში კოსტიუმების ინსტიტუტის დიდი ხნის ნანატრი მეჯლისი, Met Gala გაიმართა. სტუმრებს შორის, ვარსკვლავებთან ერთად, ინდოეთის ელიტის წარმომადგენლებიც, სამეფო ოჯახის წევრები, ბიზნესიმპერიების მემკვიდრეები, კინოსა და მოდის მოღვაწეები იმყოფებოდნენ. მათი სამოსი კი განსაკუთრებული ფუფუნებითა და სიმდიდრით გამოირჩეოდა.

ინდოელი მილიარდერისა და კომპანია Reliance Industries-ის ხელმძღვანელის, მუკეშ ამბანის ქალიშვილი, იშა ამბანი, Gaurav Gupta-ს კაბით წარდგა. სამოსი სუფთა ოქროს ძაფებით, ხელით იყო შესრულებული… მასზე 50 ოსტატი 1 200 საათზე მეტხანს მუშაობდა. იმიჯის კონცეფცია, საიუველირო სახლ Kantilal Chhotalal-თან ერთად, მისმა დედამ, ნიტა ამბანიმ შეიმუშავა. მან კაბას საოჯახო არქივიდან 200-ზე მეტი ბრილიანტი დაამატა, რომელთა საერთო წონა 1 800 კარატს აღემატებოდა. თუმცა, მთავარ აქცენტს თმის სამკაული - სკულპტურული აქსესუარი ქმნიდა. ჟასმინის თითოეული კვირტი სპილენძის, ქაღალდისა და თითბერისგან ხელით იყო დამზადებული და ინდური საღებავებით დაფარული, მანგოს ფორმის მინიატიურული ჩანთა კი ნაყოფიერებას ასახიერებდა.

met-gala-1-1778657480.jpg
იშა ამბანი

პადმანაბჰ სინგჰმა და მისმა დამ, ჯაიპურის სამეფო ოჯახის პრინცესა გაურავი კუმარიმ, პუბლიკაზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. პრინცესამ Prabal Gurung-ის ნაზი ვარდისფერი სარი შეარჩია, რომელიც მისი ლეგენდარული ბებიის, მაჰარანი გაიატრი დევის პირადი კოლექციის ქსოვილისგან იყო შექმნილი. კომბინაციას მარგალიტის მრავალშრიანი ყელსაბამები, ლალის თვლები და ჯაიპურის "ძვირფასი ქვების სასახლის" დაუმუშავებელი ბრილიანტები ასრულებდა. პადმანაბჰ სინგჰმა მუქი ლურჯი ხავერდის "ფჰულგარის პალტო" წარმოადგინა, რომელიც აარისა და ზარდოზის ნაქარგობით იყო გაფორმებული. მის შექმნას 600 საათზე მეტი დასჭირდა.

met-gala-2-1778657522.jpg
პადმანაბჰ სინგჰი და პრინცესა გაურავი კუმარი

რეჟისორისა და პროდიუსერის, კარან ჯოჰარის დებიუტი Met Gala-ზე მანიშ მალჰოტრას, Framed in Eternity-ის სამოსით შედგა. თითქმის ორმეტრიანი მოსასხამი, რომელიც რაჯა რავი ვარმას ნახატების მოტივებით ხელით იყო მოხატული, განიერმხრებიან ვინტაჟურ ქურთუკს შესანიშნავად ერწყმოდა. კომბინაციის შექმნას 86 დღე და 80 ოსტატის 5 800 საათიანი შრომა დასჭირდა.

met-gala-3-1778657571.jpg
კარან ჯოჰარი

ღონისძიებას თავად მანიშ მალჰოტრაც ეწვია. მაღალი მოდის ოსტატმა სპილოსძვლისფერი ნაქარგობით გაფორმებული მოსასხამი წარადგინა, სადაც თითოეული დეტალი მუმბაის ცხოვრებას - არქიტექტურას, მატარებლებს, ტაქსებსა და მეგაპოლისის რიტმს ეხმიანებოდა. ნაქარგობა იმ 50-ვე ოსტატის სახელს მოიცავდა, რომლებიც კოსტიუმზე თითქმის 960 საათის განმავლობაში შრომობდა.

met-gala-4-1778657617.jpg
მანიშ მალჰოტრა

ცნობილი ბიზნესდინასტიის წარმომადგენელმა, ანანია ბირლამ, ორი სამოსი წარადგინა. პირველი - რობერტ ვუნის კაბა ინდური ბრინჯაოს სკულპტურის სტილის ლითონის ზედა ტანითა და მოცულობითი ქვედაბოლოთი იყო წარმოდგენილი, რომელსაც სკულპტურული ბასკის მქონე მომდგარი შავი ბლეიზერი და მხატვარ სუბოდჰ გუპტას მიერ შექმნილი ლითონის ნიღაბი ავსებდა. მეორე სამოსი კი ჰარის რიდის კაბას წარმოადგენდა, რომელიც მ. ფ. ჰუსეინის ნახატით - "ქალი სიტარით"იყო შთაგონებული.

met-gala-5-1778657664.jpg
ანანია ბირლა
met-gala-6-1778657700.jpg
ანანია ბირლა

MEIL Group-ის დირექტორი, სუდჰა რედი, სპეციალურად Met Gala-სთვის შექმნილი მარიელ ჰაენისა და მანიშ მალჰოტრას სამოსით გამოჩნდა. ეფექტური შლეიფის მქონე ხავერდის კორსეტული სილუეტი და ხელით ნაქარგი ტიულის მოსასხამი "სიცოცხლის ხის" ემბლემას მოიცავდა, რომელიც თითბერის, სპილენძისა და ვერცხლისგან იყო დამზადებული. მთავარ ელემენტს დაახლოებით 15 მილიონ დოლარად შეფასებული ყელსაბამი წარმოადგენდა, რომლის ცენტრშიც 550-კარატიანი მუქი ლურჯი-იისფერი ტანზანიტი ბრწყინავდა, გარშემორტყმული მსხვილი ბრილიანტებით. ლუქს 23-კარატიანი ყვითელი ბრილიანტისა და 30-კარატიანი "ვარდის" ფორმის კვეთის ბრილიანტის მასიური ბეჭდები ასრულებდა.

met-gala-7-1778657738.jpg
სუდhა რედი

ბიზნესვუმენმა ნატაშა პუნავალამ Dolce & Gabbana-ს თეთრი კაბა შეარჩია, რომელიც ბრიტანელი მხატვრის, მარკ ქვინის მასიური სკულპტურული სამკაულით, Orchid Pectoral-ით იყო დამშვენებული.

met-gala-8-1778657791.jpg
ნატაშა პუნავალა

სამოსს ბრილიანტის საყურეებისა და Outhouse Jewellery-ს კრისტალებიანი ბეჭდისგან შემდგარი ძვირადღირებული კომპლექტი აგვირგვინებდა.

5-დღიანი ფუფუნება, 400 სტუმარი და გადაკეტილი მეხუთე ავენიუ - მდიდარი ინდოელების ქორწილმა ნიუიორკელები გააბრაზა. წყვილის დეპორტაციასაც კი ითხოვენ
ინდოელი მილიარდერის ქალიშვილის გრანდიოზული, სამდღიანი ქორწილი, რომელსაც ჯენიფერ ლოპესი, ჯასტინ ბიბერი, დონალდ ტრამპის ვაჟი და სხვა არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო
დედით ქართველი, მამით ინდოელი... - გაიცანით ანასტასია ჯეირათი, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია