ქსელური მარკეტების ნაწილში ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების კალათა უკვე გამოჩნდა.
როგორც “ბიზნესპრესნიუსს“ რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელმა სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, აღნიშნული ფასდაკლებები ცალკეულმა ქსელებმა უკვე დაიწყეს, ხოლო კვირის ბოლომდე დარჩენილი ქსელებიც სრულად აითვისებენ ამ პროცესს.
როგორც სოფო ქაშაკაშვილმა “ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, ფასდაკლებულ პროდუქტების კალათაში მომხმარებლებს 10-დან 15-მდე პროდუქტი დახვდებათ.