რამ აატირა ულამაზეს ქალიშვილთან ერთად კინოფესტივალზე მისული ჯონ ტრავოლტა - მეუღლის და ვაჟიშვილის გარდაცვალების მიუხედავად, 72 წლის მსახიობი ძალზედ ახალგაზრდულად გამოიყურება - მშობლები

რამ აატირა ულამაზეს ქალიშვილთან ერთად კინოფესტივალზე მისული ჯონ ტრავოლტა - მეუღლის და ვაჟიშვილის გარდაცვალების მიუხედავად, 72 წლის მსახიობი ძალზედ ახალგაზრდულად გამოიყურება

2026-05-16 15:00:05+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონ ტრავოლტა კანის კინოფესტივალზე ფილმ „კარმას“ პრემიერას დაესწრო. მსახიობთან ერთად წითელ ხალიჩაზე მისი 26 წლის ქალიშვილი, ელა ბლუ ტრავოლტა გამოჩნდა.

72 წლის მსახიობის შეცვლილმა გარეგნობამ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ტრავოლტა ფოტოგრაფებთან კლასიკურ კოსტიუმში, ჟილეტით, თეთრი პერანგითა და ჰალსტუხით პოზირებდა. იმიჯი ღია ფერის ბერეტითა და სათვალით ჰქონდა დასრულებული. ელა ბლუმ კი დახურული შავი კაბა შეარჩია.

travolta-1778930167.webp

სოციალურ ქსელებში ბევრმა აღნიშნა, რომ მსახიობი შესამჩნევად გაახალგაზრდავებულად გამოიყურებოდა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ვარაუდობს, რომ ტრავოლტამ შესაძლოა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა — კერძოდ, სახის წრიული დაჭიმვა და ბლეფაროპლასტიკა გაიკეთა. ასევე გავრცელდა მოსაზრება, რომ მსახიობმა მინიმუმ 10 კილოგრამი დაიკლო, რამაც მისი გარეგნობა კიდევ უფრო „გააახალგაზრდავა“.

original-1778930275.webp

ფესტივალის ფარგლებში შედგა ტრავოლტას სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევრის — „პროპელერი: ღამის ცალმხრივი რეისი“ — ჩვენებაც. პრემიერის წინ მსახიობს მოულოდნელად საპატიო „ოქროს პალმის რტო“ გადასცეს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. ჯილდოს მიღებისას ტრავოლტამ ემოციები ვერ დამალა და ცრემლებიც ვერ შეიკავა.

„ეს „ოსკარზეც“ მაგარია. ვერ ვიჯერებ. ეს ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი რამ იყო ჩემთვის,“ — განაცხადა მსახიობმა სცენაზე.

original-1-1778930285.webp

ღონისძიების დასრულების შემდეგ ტრავოლტას პირადად შეხვდა ალბერ II-ს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, როგორ ჯდება მსახიობი მონაკოს მონარქის ავტომობილში.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ტრავოლტას მეუღლესთან, კელი პრესტონთან, სამი შვილი ჰყავდა — ელა ბლუ, ჯეტი და ბენჯამინი. კელი პრესტონი 2020 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. მათი უფროსი ვაჟი, ჯეტი, 2009 წელს ეპილეფსიური შეტევის შედეგად დაიღუპა.

ცოტა ხნის წინ უცხოურ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობის უმცროსი შვილის ბიოლოგიური დედა შესაძლოა რაილი კიო — ელვის პრესლის შვილიშვილი — იყოს.

სკანდალი ჰოლივუდში: ელვის პრესლის შვილიშვილი შესაძლოა, ჯონ ტრავოლტას უმცროსი შვილის ბიოლოგიური დედა აღმოჩნდეს