77 წლის ალა პუგაჩოვას ახალ ფოტოზე ინტერნეტში დიდი ალიაქოთია. ზოგი მიიჩნევს, რომ მაქსიმ გალკინის მეუღლემ კიდევ ერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ზოგი კი მის „ამოუცნობ სახეს“ ფოტოშოპს უკავშირებს.
ინსტაგრამზე მომღერლის ერთ-ერთი გულშემატკივრის ფოტო გამოჩნდა. „ალა ბორისოვნა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავია“, - მიაწერა მან ფოტოს.

სოციალური მედიის ყველა მომხმარებელი არ დაეთანხმა. „ცვილის ქალად იქცა?“, „ახალი ოპერაცია? უკვე მერამდენე?“, „ფოტოშოპს იმდენად კარგად დაუმუშავებია, რომ გვერდით მდგომ გოგონაზე ახალგაზრდულად გამოიყურება“, „საერთოდ ვერ ვიცანი“, „რატომ არ შეგიძლია შენი ასაკის ღირსეულად მიღება? რა დაცინვაა“, - წერენ კომენტარებში.
მომღერალზე ადრეც იყო ეჭვი, რომ პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა. ისევე, როგორც მისმა მეუღლემ, რომელიც ასევე გარდასახულია.


ზოგიერთი მომხმარებელი პუგაჩოვას მხარესაა და ჰეითერებს ურჩევს, „დააკვირდნენ საკუთარ ასაკს“, ზოგი კი სახის დაჭიმვის მძიმე შედეგებზე წერს. გარდა ამისა, პუგაჩოვას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ჭორები ინტერნეტში რამდენიმე თვეა ვრცელდება. სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ჩნდება ფოტოები და ვიდეოები, სადაც მომღერალი ჯოხით დადის. პუგაჩოვას მდგომარეობის გაუარესების მიზეზად ართროზი და გულის პრობლემები სახელდება
ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა რუსეთი 2022 წელს დატოვეს და შვილებთან ერთად ისრაელში დასახლდნენ. ოჯახი მოგვიანებით კვიპროსზე გადავიდა საცხოვრებლად. მათი წასვლის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი და ანტიპუტინური განწყობა იყო. ამაზე ღიად საუბრობდა გალკინი და პუგაჩოვა არ მალავს, რომ მხარს უჭერს ქმარს ამ საკითხში.