"არც ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ თანახმა, რომ ჩემზე უფროსი მეუღლე მომეყვანა, არც ჩემი სულიერი მოძღვარი... ვიღაცებს გონიათ, რომ ადვილად მივიღე ეს გადაწყვეტილება" - ზურა ხაჩიძე - მშობლები

"არც ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ თანახმა, რომ ჩემზე უფროსი მეუღლე მომეყვანა, არც ჩემი სულიერი მოძღვარი... ვიღაცებს გონიათ, რომ ადვილად მივიღე ეს გადაწყვეტილება" - ზურა ხაჩიძე

2026-05-18 10:56:36+04:00

მომღერალი ზურა ხაჩიძე გადაცემაში "ნოესთან" საუბრობს, როგორ შეცვალა მამობამ:

- გოგო მამისთვის განსაკუთრებით სხვა ენერგეტიკაა. სხვა სითბოს გაძლევს. თავიდან ცოტა გამიჭირდა აღქმა. 26 წლის ვიყავი, მამა რომ გავხდი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობით მივიღე. მაგრამ, წლების მანძილზე რომ შენ თვალწინ იზრდება, შენი შვილია, შენს ხასიათს, შენს გამოხედვას, შენ მიმართ ასეთ ნდობას ატყობ და შენთან დაცულად გრძნობს თავს, ეს მშობელს გზრდის და გაყალიბებს. სხვა ასაკში შედიხარ, სხვა პასუხისმგებლობით უდგები ცხოვრებას. ანასტასიამ მაჩუქა მამობა. სტარტი ძალიან მაგარი იყო. ნინიმ მომცა ეს ყველაფერი. მანამდე ნინი იყო... 8 წლის იყო, რომ გავიცანი და 9-10 წლიდან ჩემს ხელშია გაზრდილი. ანასტასია სხვანაირი ბავშვია. შოუბიზნესი, ეკრანზე გამოჩენა არ უყვარს. არც სურათს მაღებინებს. თუმცა, მადლობა ღმერთს, სწავლობს, ძალიან ნიჭიერი გოგოა. თავის ცხოვრებას თავად გეგმავს. ლონდონში კოლეჯი დაამთავრა. თავისი ნიჭით მოეწყო. სწავლა უყვარს. ახლა უნივერსიტეტში უნდა გააგრძელოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილები მყავს.

ასევე ისაუბრა ხათუნა ჟორდანიასთან ქორწინებაზე:

„ვიღაცებს გონიათ, რომ ადვილად მივიღე ეს გადაწყვეტილება. არც ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ თანახმა, რომ ჩემზე უფროსი მეუღლე მომეყვანა, არც ჩემი სულიერი მოძღვარი... მე ხათუნა მიყვარდა და გადავდგი ეს ნაბიჯი. აგერ უკვე 20 წელიწადია ქორწინებაში ვართ და 25 წელიწადია, რაც ვიცნობთ ერთმანეთს... მარტო მე კი არა, იმ პერიოდში ხათუნაზე მთელი თბილისი იყო შეყვარებული“...

მეგონა, სიმკაცრე იყო ერთადერთი, რაც ჩემს შვილს უფრო მოწესრიგებულს, უფრო მოსიყვარულეს გაზრდიდა... ცნობილობა რომ თავში არ ავარდნოდა, გამოსავალს სიმკაცრეში ვპოულობდი... დღეს ძალიან ვნანობ და განვიცდი... - ხათუნა ჟორდანია
მამაჩემის გარდაცვალება დამავიწყა ხათუნას დაავადებამ... ძალიან რთულია ადამიანისთვის მშობლის დაკარგვა... ის ცხრა წელი, რაც მამა დაჭერილი იყო, გაუხანგრძლივდა ცხოვრება - ნინი ქარსელაძე მშობლებთან დაკავშირებულ განსაცდელებზე