5 შვილის დედა, რომელსაც ბოლო ზარზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა - „მე რა დავაშავე? ჩემმა შვილებმა რა დააშავეს, ჩემს ტანჯვას რომ უყურებენ? ჩემმა მეუღლემ რა დააშავა? აღარც ცოლი ვარ..." - მშობლები

5 შვილის დედა, რომელსაც ბოლო ზარზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა - „მე რა დავაშავე? ჩემმა შვილებმა რა დააშავეს, ჩემს ტანჯვას რომ უყურებენ? ჩემმა მეუღლემ რა დააშავა? აღარც ცოლი ვარ..."

2026-05-19 20:05:59+04:00

გასულ წელს, ბოლო ზარის პერიოდში, თბილისში, თემქაზე, N159 სკოლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ ყველა შეძრა. სკოლადამთავრებული 19 წლის ბიჭი ავტომანქანით 43 წლის თეა გიორგაძეს დაეჯახა, რომელიც იმ დროს შვილის ბოლო ზარს ესწრებოდა. ქალი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, მაგრამ მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. თეა გიორგაძე, 5 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია, "იმედის" ეთერში ტრაგედიაზე და დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრობს.

- მე ავარია ასე მახსოვს, რომ მანქანასთან ვიყავით მიყუდებულები, ვათვალიერებდით სურათებს. გვერდზე მედგა ჩემი ბიჭი, რომელსაც ბოლო ზარი ჰქონდა და როდესაც მანქანის ხმა გავიგე და მივატრიალე თავი, დავინახე, რომ ჩვენსკენ კი არ მოდის, მოფრინავს მანქანა და ხმა გავიგე ძლიერი. ერთადერთი, რაც გავიფიქრე ეს იყო, რომ ჩემი შვილი უნდა დამეცვა და შემოვტრიალდი. ჩემს შვილს უნდა გადავფარებოდი და შემოტრიალებაში მარტო ერთი ფეხის გადმოდგმა მოვასწარი... 19 წლის იყო {მძღოლი}. თვითონ აქვს ჩვენება მიცემული, რომ თავის მოწონების მიზნით იყო მოსული იმ ტერიტორიაზე... ჩემი სამი შვილი შეესწრო ავარიას და ჩემი შვილიშვილი...

tea-1749232477.png
თეა გიორგაძე ავარიამდე

  • მე ვარ 44 წლის თეა გიორგაძე, ხუთი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია. ვარ ეტლით მოსარგებლე...

ამ დღეს ძალიან ბედნიერმა გავიღვიძე, იმიტომ რომ ჩემი უმცროსი შვილი ამ დღეს არის დაბადებული და არის ზედაზნობა. გვქონდა დაბადების დღე და ჩემი შვილის ბოლო ზარი იყო და ძალიან ბედნიერი ვიყავი. გავიპრანჭე, წავედი, მოვიწესრიგე თავი და მერე რესტორანში მივდიოდით.

და მეთქი, კაბაში შეიძლება კომფორტულად ვერ ვიყო-მეთქი. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ძალიან აქტიური ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, 20 მაისს ჩემი გარდაცვალების დღეს ვეძახი...

მეჩხუბებიან, რომ უფალთან ვცოდავ, იმიტომ რომ უფალმა გადამარჩინა, მაგრამ ერთია რას ამბობ და სულ სხვაა, რას გრძნობ შიგნიდან. ვიძახი, რომ როცა 20 მაისი მოდის, ჩემი ერთწლიანი გარდაცვალების დღე მოდის...

...არ ვიყავი თანახმა, რომ ფეხი მოეკვეთათ, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს ეგ. შემდეგ ჩემი გოგო დაიბარეს და ხელი მოაწერინეს, რომ სხვა გზა არ იყო, რადგან ჩემგან თანხმობას ვერ იღებდნენ — ისეთი მდგომარეობა იყო. მითხრეს, ასეთ ფეხს საერთოდ მთლიანად ვჭრითო, მაგრამ რადგან ახალგაზრდა ქალბატონი ხარ, გვინდოდა პროთეზის შესაძლებლობაც გაგვეთვალისწინებინაო და ამიტომ ასე გავაკეთეთო.

იქ იყო კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც გადახტა. ჩვენი მანქანა რომ არ მდგარიყო და მიყუდებულები არ ვყოფილიყავით, იქ მდგომ სკოლის სხვა ბავშვებს — პატარებს, დიდებს, მშობლებს — ყველას გადაუვლიდა. მერე ბორდიურზე ავარდებოდა მანქანა და ამოტრიალდებოდა. ის ბიჭებიც შიგ ჩაიხოცებოდნენ და რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა...

როცა გამოვედი, ძალიან კარგად მახსოვს, უფალს მადლობა ვუთხარი, რომ ჩემს შვილს ფეხი აქვს. ვიცი, რომ ეს ჩემი შვილისთვის გავაკეთე. უფრო იმის მეშინოდა, უმადური არ ვყოფილიყავი უფლის წინაშე. ისეთი შემართებული ვიყავი — ოპერაციიდან რომ გამოვედი, მინდოდა ჩემი შვილებისთვის სტიმული მიმეცა. ჩემს შვილებს ჩემს თვალებზე ცრემლი არ ენახათ.იმედი მქონდა, რომ პროთეზს გამიკეთებდნენ, შევძლებდი გარეთ გასვლას, მუშაობას, ისევ აქტიურად საკუთარი თავის მოვლას, მაგრამ ახლა ამის იმედი ნამდვილად აღარ მაქვს...

ყველას მოვაკლდი, იმიტომ რომ მუშაობასაც ვასწრებდი და ადამიანებთან ურთიერთობასაც. ჩემი ხუთი შვილი ისე გავზარდე, რომ თავაწეულს თავისუფლად შემიძლია ყველგან ვიარო, რადგან არასოდეს დამიბიჯებია წაქცეულისთვის — პირიქით. მე კი წაქცეულს კი არ დამაბიჯეს, გადამთელეს...

იმ ოჯახიდან ერთადერთი მამა გვეკონტაქტებოდა. თქვა, რაც საჭირო იქნებოდა, გვერდში დაგიდგებითო და სამი დღის განმავლობაში მოდიოდა მხოლოდ მამა. შემდეგ ისიც დაიკარგა...

არც ასეთი დავბადებულვარ და არც ასეთი ვიყავი. მოხდა შემთხვევა? მოეხედათ...

ახლა რა მდგომარეობაც არის ჩემი, ეს არის ფიზიოთერაპიები, რასაც მე ვერ გავდივარ. ჩემი მეუღლე ის კი არაა, რომ მე რაღაც მჭირდება და არ მიყიდის, უბრალოდ ძალიან ძნელია ერთმა კაცმა ამდენი შვილები და მეუღლე შეინახოს...

მძღოლი ვერ გაიქცა, იმიტომ რომ იქვე დააკავეს. გადაყვანილია გლდანის ციხეში, მაგრამ ახლა მიდის სამოქალაქო დავა ხარჯებთან დაკავშირებით. მე რა ხარჯებიც მაქვს, რა ზიანიც მომაყენა და ამასთან დაკავშირებით. გამოვა და გააგრძელებს ჩვეულებრივად ცხოვრებას, წინსვლაც ექნება, ცოლსაც მოიყვანს, შვილსაც... მე ყველას მოვაკლდი, მაგრამ მე რა დავაშავე? ჩემმა შვილებმა რა დააშავეს? ჩემს ტანჯვას რომ უყურებენ, რა დააშავეს? ჩემი ყოველდღიური აგრესია ჩემს შვილებზე რომ გადამაქვს ხანდახან, გარეთ რომ გადიან და მარტო რომ ვრჩები და რომ მოდიან: „იცით, მე მარტო ვიყავი და ამდენი ხანი სად იყავით“ და ჩემს შვილს ვეაგრესიულები, რა დააშავა ჩემმა შვილმა? ჩემმა მეუღლემ რა დააშავა? აღარც ცოლი ვარ, აღარც... თვითონ უნდა გაირეცხოს, თვითონ უნდა მიხედოს თავის თავს. რა დააშავა ჩემმა მეუღლემ?

აი, ახლა რომ მოდის ეს ბოლო ზარი, ისე მეშინია, ცუდი ინფორმაცია არ დაიდოს. მე არ ვარ მომხრე, ბოლო ზარზე სკოლადამთავრებული იჯდეს საჭესთან, რადგან ის არ არის გამოცდილი. ნელა წავიდნენ, ჯობია. ის ლამაზი კადრიც დარჩებათ სამახსოვროდ და ბედნიერებიც იქნებიან და როდესაც აი ამ სისწრაფით გასწრობანას ცდილობენ ერთმანეთისას და ერთმანეთს დააზარალებენ და ერთმანეთს უბედურებას მოუტანენ, სადღაა მერე? არც ბოლო ზარი იქნება, არც ბანკეტი იქნება და თვითონაც ჩაშხამდებათ. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ნაკლები სისწრაფე.

თელავში ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა