ცნობილი ჟურნალისტი, ჯგუფ და პოდკასტ "ვეძებ"-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა. ამჯერად მას ვარშავაში ცნობილი პოლონელი მწერლის, პედაგოგის, მეორე მსოფლიო ომის დროს ბავშვებთან ერთად ნაცისტების მიერ სიკვდილით დასჯილი იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდო გადაეცა.
"პირველად ცხოვრებაში არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი", - აღნიშნა თამუნამ დაჯილდოების ცერემონიამდე.


ცერემონიალზე კი, ჯილდოს გადაცემის შემდეგ, თამუნამ სცენიდან ისაუბრა საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების და მათი მშობლების განსაცდელსა და ბრძოლაზე.
"ერთადერთი, რაც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ მეტ ადამიანს გავაგებინო, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ", - წერს თამუნა.

1903-1911 წლებში ბერსონოვისა და ბაუმანის სახელობის ებრაულ საბავშვო საავდმყოფოში მუშაობდა და ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას საზაფხულო ბანაკებში. იანუშ კორჩაკი იყო ობოლი ბავშვების დახმარების ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი. 1905 წლის 23 მარტს მიიღო ექიმის დიპლომი. სამხედრო ექიმის ხარისხით მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში.1911 წელს მიატოვა სამედიცინო საქმიანობა და ებრაელი ბავშვებისათვის კროხმალნის ქუჩაზე „ობოლთა სახლი“ გახსნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს 1914-1918 წლებში რუსეთის არმიის საველე ჰოსპიტალში მსახურობდა. მოგვიანებით მუშაობდა კიევის ბავშვთა თავშესაფრებში, სადაც დაწერა წიგნი „როგორ უნდა გიყვარდეს ბავშვი“.
1918 წელს ვარშავაში დაბრუნდა, სადაც კვლავ ხელმძღვანელობდა ბავშვთა თავშესაფრებს, ასწავლიდა, თანამშრომლობდა ჟურნალებთან, კითხულობდა ლექციებს პოლონეთის თავისუფალ უნივერსიტეტში და უმაღლეს ებრაულ პედაგოგიურ კურსებზე. პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის პერიოდში სამედიცინო სამსახურის მაიორის წოდებით, მსახურობდა ლოძის სამხედრო ჰოსპიტალში.
1919–1936 წლებში მსახურობდა პოლონელი ბავშვების თავშესაფარში „ჩვენი სახლი“, სადაც იყენებდა ნოვატორულ პედაგოგიურ მეთოდებს. 1926–1932 წლებში რედაქტორობდა ყოველკვირეულ „Mały Przegląd“-ს, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მისი მოსწავლეები.
1939 წელს ფაშისტების მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ გაემგზავრა ვარშავაში და პოლონურ არმიაში ჩაირიცხა. 1940 წელს ობოლთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად გადაიყვანეს ვარშავის გეტოში. ამ პრიოდში კორჩაკი დააპატიმრეს და რამდენიმე თვე ციხეში გაატარა.
გეტოში კორჩაკმა მთელი თავისი მოღვაწეობა ბავშვებს მიუძღვნა, გმირულად შოულობდა მათთვის საკვებსა და მედიკამენტებს. კორჩაკის აღსაზრდელები სწავლობდნენ ივრითსა და იუდაიზმის საფუძვლებს. ფესახამდე რამდენიმე კვირით ადრე კორჩაკმა 1942 წელს ებრაულ სასაფლაოზე გამართა საიდუმლო ცერემონიალი: თორას ხუთწიგნეულით ხელში თავის მოსწავლეებს დააფიცებინა, რომ იქნებოდნენ კარგი ებრაელები და პატიოსანი ადამიანები.
1942 წელს ობოლთა სახლის დეპორტაციის შემდეგ თავის აღსაზრდელებთან ერთად ტრებლინკაში გააგზავნეს. კორჩაკმა უკანასკნელ მომენტში უარი განაცხადა თავისუფლებაზე და ბავშვებთან ერთად გაზის კამერებში სიკვდილი არჩია...
კორჩაკი, სხვა მასწავლებლებთან ერთად, ობოლ ბავშვებს რეალური ცხოვრებისთვის ამზადებდა. ისინი ასწავლიდნენ ბავშვებს როგორც სიყვარულს, ისე სიძულვილს, როგორც მიტევებას, ისე შურისძიებას, როგორც თანხმობას, ისე უარის თქმას, როგორც მორჩილებას, ისე მეამბოხეობას. კორჩაკის მთავარი პრინციპი კი გახლდათ ბავშვების სიყვარული, მათი თავლყურისდევნება, არა ძალადობას, სამართლიანობა მათ მიმართ და მხოლოდ იმის მოთხოვნა, რისი გაკეთებაც მათ ძალუძთ.