ალა პუგაჩოვა კვლავ შენიშნეს კვიპროსში ლიმასოლში სეირნობისას. 77 წლის მომღერალმა ერთ-ერთ გულშემატკივარს ფოტოს გადაღების უფლება მისცა და ავტოგრაფიც კი დაუტოვა კეთილი სურვილებით.
„ერთი საათის წინ ვვარჯიშობდი. ცოტა მოგვიანებით ალა დავინახე, მეგობართან ერთად სეირნობდა. ცოტა ვისაუბრეთ... ვკითხე, რას მირჩევდა დილის კვების სახით და მან წიწიბურას ფაფა მირჩია. ყველა ჩვენგანის სახელით ჯანმრთელობა ვუსურვე“, - დაწერა მამაკაცმა სოციალურ ქსელში მასთან შეხვედრის შემდეგ და გამოაქვეყნა რეალისტური სელფი, ასევე გადაუღო ფოტო მიმავალ არტისტს.


ამ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ბოლო დროს ძირითადად ზედმეტად დამუშავებული ფოტოები ქვეყნდებოდა. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ასევე ქუჩაში გულშემატკივართან ერთად გადაღებულ ფოტოზეის ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ბევრი ამას ფოტოშოპის უხარისხობას მიაწერდა, ზოგი კი თვლიდა, რომ ეს კიდევ ერთი პლასტიკური ოპერაცია იყო.

უკვე რამდენიმე თვეა, ინტერნეტში ვრცელდება ჭორები, რომ პუგაჩოვას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, რის გამოც მან მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში და უჭირს სიარული ხელჯოხითაც კი. მიზეზად გულის დაავადება, ართრიტის გაუარესება და შესაძლო გამაახალგაზრდავებელი პროცედურები სახელდება.


