პორტუგალიაში შოკისმომგვრელი შემთხვევა მოხდა. ორი მცირეწლოვანი ძმა დედამ და მამინაცვალმა ტყეში მიატოვეს, მათ თვალები ახვეული ჰქონდათ.
5 და 3 წლის ბიჭები ადგილობრივმა ცოლ-ქმარმა - ევგენია და არტურ კვინტასებმა სამშაბათს საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ალკასერ-დუ-სალსა და კომპორტას შორის მდებარე სოფლის გზაზე მარტო მოხეტიალეები იპოვეს.
ბავშვებს თან ჰქონდათ ჩანთაში ჩალაგებული გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ორი ვაშლი და ორი ბოთლი წყალი.
„ტიროდნენ, ძალიან შეშინებულები იყვნენ. მამას ეძახდნენ,“ — თქვა არტურ კვინტასმა.
მისივე თქმით, ბავშვები ტალახში იყვნენ ამოგანგლული და სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ. ერთ-ერთს მუხლიც ჰქონდა დაშავებული. ბიჭებს პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ აღმოაჩნდათ. განაგრძეთ კითხვა