გუშინ, სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ორი სამსახური დატოვა.
"დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლობა, ასევე დასრულდა ჩემი და Globalcell-ის თანამშრომლობა. ძალიან გთხოვთ, არც დამირეკოთ, არც მომწეროთ. ამაზე მეტს ჩემგან ვერ გაიგებთ.
ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება გრძელდება. მადლობა, ნახვამდის", - ამბობს ნანიკო ხაზარაძე ვიდეო მიმართვაში.
მალე სოციალურ ქსელში გავრცელდა "იმედის“ გადაცემიდან ვიდეო, სადაც წამყვანებს, სტუმრადორნელა მუტიჰყავთ. ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძემ მსახიობისთვის კითხვის დასმის დროს, მისი სახელი არასწორად თქვა, რა დროსაც ნანიკო ხაზარაძემ ტელეწამყვანს, თავში ხელი მსუბუქად დაარტყა და სახელი შეუსწორა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა, ხაზარაძის არაეთიკური ქცევა გახდა მისი არხიდან გაშვების ეთერში.
კომენტარებში ასევე წერდნენ, რომ ჯაჯანიძე ის სახეა, რომელია ნაცებსაც და ქოცებსაც უყვართ და შესაბამისად წამყვანის მიმართ, უამრავი მხარდამჭერი კომენტარები დაწერეს.