საქართველოდან კვიპროსში გაშვილებული ბიჭის პირველი შეხვედრა ქართველ დედასთან, რომელსაც წლები ეძებდა - "ჩემს მშობლებზე გაბრაზებული არ ვარ" - მშობლები

საქართველოდან კვიპროსში გაშვილებული ბიჭის პირველი შეხვედრა ქართველ დედასთან, რომელსაც წლები ეძებდა - "ჩემს მშობლებზე გაბრაზებული არ ვარ"

2026-05-26 23:04:47+04:00

კვიპროსზე გაზრდილი 22 წლის პანაგიოტის სოროკლესის საოცარი ამბავი ქართული სამშობიაროების სკანდალური წარსულის კიდევ ერთი ცოცხალი და უტყუარი ისტორიაა.

ხუთწლიანი რთული, იმედგაცრუებებითა და კითხვებით სავსე ძიება, რომელიც პანაგიოტისმა გაიარა, საბოლოოდ უდიდესი ბედნიერებით დასრულდა:ბიჭმა, რომლის დაბადების მოწმობაც გაყალბებული იყო, ბიოლოგიური მშობლები იპოვა.თუმცა, სიმართლე, რომელიც მან აღმოაჩინა, არ ყოფილა მხოლოდ გაყიდული შვილის ტრაგედია - ეს იყო ამბავი უკიდურეს გაჭირვებაზე, აფხაზეთიდან დევნილობაზე, იძულებასა და შვილზე, რომელმაც შეძლო საზოგადოებრივ სტიგმებზე მაღლა დამდგარიყო და საკუთარი მშობლებისთვის ყველაფერი ეპატიებინა.

ბიოლოგიური მშობლების პოვნის შემდეგ, პანაგიოტისმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას სთხოვდა, არ განესაჯათ მისი ბიოლოგიური დედა, აზა ბაძაღუა (წარმოშობით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან) და მამა, ჯამბულ ცხომარია. დედამ, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში, მარტო და მძიმე დეპრესიაში იმყოფებოდა, ექიმს სთხოვა ბავშვი ვინმესთვის გადაეცა, რათა მას უკეთესი მომავალი ჰქონოდა. მას შვილის გაყიდვაში ფული არ აუღია და წლების განმავლობაში ეგონა, რომ მისი პატარა გარდაიცვალა. განაგრძეთ კითხვა

საქართველოდან კვიპროსში გაშვილებულმა ბიჭმა დედა იპოვა: ეს მოხდა აღდგომის შემდეგ, როგორც ნამდვილი სასწაული
ბავშვთა სახლის დირექტორმა გამყიდა... 6 წლისამ გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი“ - კიდევ ერთი გაშვილებული ბავშვის ისტორია
ვილნიუსის ბავშვთა სახლიდან გაშვილებულმა დებმა ერთმანეთი თბილისში იპოვეს - ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ ისინი ერთ ქვეყანაში გაიზრდებოდნენ...