2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა. ახლა აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების მიღებას ელოდებიან. ბარათზე სხვადასხვა ინფორმაციაა დატანილი, მათ შორის, ის, თუ რომელ საგამოცდო ცენტრში, რომელ დღეს ექნება აბიტურიენტს გამოცდა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს ივნისის შუა რიცხვებიდან მიიღებენ. დეტალური ინფორმაცია კი მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
უფრო კონკრეტულად, რა უნდა იცოდეთ საგამოცდო ბარათების შესახებ:
აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ეცნობა შედეგებს).
ბარათზე მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის პირველი რიცხვებიდან იწყება. თუმცა, ჯერჯერობით ზუსტი თარიღები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
თამარ იაკობაშვილი