"ჩემმა ძმამ და მამაჩემმა საკუთარი გარდაცვალებით მიხსნეს... .ჩემი დღეს კარგად ყოფნისთვის, ჩემი უახლოესი ორი ადამიანის გარდაცვალება გახდა საჭირო..." - სანდრო კაკულია - მშობლები

"ჩემმა ძმამ და მამაჩემმა საკუთარი გარდაცვალებით მიხსნეს... ჩემი დღეს კარგად ყოფნისთვის, ჩემი უახლოესი ორი ადამიანის გარდაცვალება გახდა საჭირო..." - სანდრო კაკულია

2026-05-28 12:13:37+04:00
ანი ტყებუჩავას გადაცემა "მეხუთე ელემენტის" მორიგი ეპიზოდის სტუმარა იყო მსახიობი სანდრო კაკულია, რომელმაც ისაუბრა დამოკიდებულების წლებზე, ტრაგედიებზე და სიფხიზლეში დაბრუნებაზე:

- რამდენიმე მომენტი იყო ჩემს წარსულ ცხოვრებაში, როცა ძაან ღრმად დავიწყე დაფიქრება, რომ ახლა რომ რაღაც თუ არ შევცვალე, მერე ძაან ცუდად იქნება ყველაფერი.

პირველი ალბათ ეგეთი მომენტი იყო, ძმა რომ დავკარგე 2016 წელს. მაგ პერიოდში დავიწყე საკუთარი თავის ძაან დადანაშაულება და შესაბამისად, აქტიური მოხმარებაც, იმიტომ, რომ ეს ტკივილი, სულიერი ტკივილი ამით გამეყუჩებინა... ეგ ისტორია ბევრჯერ მომიყოლია, ჩემგან წავიდა ჩემიძ ძმა იმ საღამოს, მე მივეცი ტაქსის ფული, მე ვნახე ბოლოჯერ და აი მერე იყო ის, რომ რაღაცა თითქოს მე შემეძლო, რომ რაღაც გავლენა მქონოდა ამ მოვლენაზე და ძაან დამთრგუნა ამან... მარტო ვიყავი, ჩავიკეტე. გარედან კი ძაან ბედნიერი ვიყავი და რაღაცებს ვაკეთებდი, ხალხს და ირგვლივ მყოფს არ ვანახებდი, რომ მტკიოდა, მაგრამ შინაგანად ძაან ცუდად ვიყავი და მაგ პერიოდში დავიწყე ფიქრი, რომ რაღაცა ხდება ჩემში, რაც ძაან არაჯანსაღია, არასწორი ქცევაა, მაგრამ ბოლომდე კითხვაზე პასუხები არ მქონდა...

პირველი მოკლედ ეგ იყო, რაღაც სიგნალიზაციასავით რომ ჩაირთვება. მერე უკვე იყო მამაჩემის გარდაცვალება. ეგ მომენტი იყო როგორი, იცი, რომ ვუყურებდი ადამიანს, რომელსაც გარეგნულად ძაან ვგავდი, ვიზუალურად, ქცევით... და პირველად შემეშინდა სიკვდილის. ვიფიქრე, 65 წლის ასაკში ასე რომ მოვკვდე-თქო - ჩემი თავის შეტრიალდა და ასე დავინახე, როგორ შეიძლება, რომ მეც მოვკვდე მამაჩემივით. იმიტომ, რომ მამას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა და ვუყურებდი ამ ხრჩობით სიკვდილს და ძაან შემეშინდა. ეგ იყო მეორე რაღაც ინდიკატორი იმის, რომ რაღაც ძაან გავღვიდა ჩემში, რომ ახლა რაღაც უნდა გავაკეთო, რომ ასე არ დასრულდეს ჩემი ცხოვრებაც. სიგარესაც მაგიტომ დავანებე თავი რეალურად...

არსებობენ ორი კატეგორიის ადამიანები. ერთი კატეგორია არის, ვისთვისაც ძაან ადრეულ ეტაპზე შეიძლება ფსკერამდე ჩასვლა საერთოდ არ იყოს საჭირო გამოსაფხიზლებლად.

მე აღმოჩნდა, რომ ეგ ტიპაჟი ვარ... მანამდე მილიონი რაღაცა ქეისი იყო, სადაც შემეძლო, რომ დამენახა, რომ აი სამყარო მატყობინებს, სანდრო, უნდა შეცვალო რაღაც, დაფიქრდე ან გაჩერდე... და ვერ ვაკეთებდი ამას. ჰოდა ეგეთი გამონათქვამია,ა მართლა ღმერთი ხომ არ უნდა ჩამოვიდეს და სილას ხომ არ გაგაწნავს ან ხომ არ შეგაჯანჯღარებს? აი ისეთი ტიპაჟებისთვის, როგორიც მე ვარ, ღმერთი აგზავნის, სამყარო გზავნის ძაან დიდ განსაცდელებს, რომ თუ პატარას ვერ ხვდები, მაშინ დიდს გამოგიგზავნი... მე ეგრე ვუყურებ...

...ჩემი დღეს ესე კარგად ყოფნისთვის... ჩემი უახლოესი ორი ადამიანის გარდაცვალება თურმე გახდა საჭირო. ამ ადამიანებმა ჩემმა ძმამ და მამაჩემმა საკუთარი გარდაცვალებით მიხსნეს, დამანახეს გზა დანარჩენისკენ. ჰოდა, მაგიტომ არის რა, იმიტომ ვყვები, რომ ადამიანები მინდა, იქნებ ამ ნათქვამით დაფიქრდნენ, რომ აი, თუ მანამდე პატარა მაგალითი იყო იმის, რომ ეს შეიძლება ამ გამოფხიზლებისკენ გამოგზავნილი ნიშანი იყოს, მოდი რა, ეს ნიშანი დავინახოთ. კი არ გავნერვიულდეთ, კი არ დაველოდოთ, რომ კიდევ რაღაცა მოგვივიდეს, კი არ დაველოდოთ, რომ კიდევ დანაკარგები იყოს, რაღაცა ძალიან კოლოსალური, არამედ გამოვიჩინოთ გონებაგახსნილობა და ეს ნიშანი დავინახოთ ახლავე....

არასდროს, არავისგან, შვილი არ მდომებია, სანდრო იყო ერთადერთი... ძალიან მიყვარდა და ძალიან ლამაზი პერიოდი გავატარეთ ერთად... - ანუკა გამსახურდია