სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძის ქალიშვილმა ფანიმ სკოლა დაამთავრა. ბოლო ზარის ფოტოებს ცნობილი მომღერლები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და შვილს სკოლის დამთავრებას ულოცავენ.
"თითქოს გუშინ მივიყვანეთ სკოლაში და უკვე ბოლო ზარია. წარმატებები მუდამ, ჩემო უსაყვარლესო გოგო", - წერს სტეფანე.


ფანიკო სტეფანეს და მაიას ერთადერთი ქალიშვილია. მას მშობლებისგან ერგო გენეტიკურად სიმღერის ნიჭი და ბოლო წლებში მამის კონცერტებზეც გამოდის.