ექიმიირაკლი მიქაძე იმ პაციენტებს, რომლებიც წნევის დამწევს რეგულარულად იღებენ, საინტერესო რჩევას აძლევს. წნევით შეწუხებული ადამიანებისთვის ყველასთვის ნაცნობია პრეპარატი კაპტოპრილი, თუმცა, ექიმის თქმით, ამ წამლის მიღებისას პაციენტები ერთ დიდ შეცდომას უშვებენ.
"კაპტოპრილის შესახებ გეტყვით. თუ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობას კაპტოპრილით აწარმოებთ, თქვენც მშვენივრად იცით და მოგეხსენებათ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ კარდიოლოგის დანიშნულებით არ მკურნალობთ.
ანუ, კაპტოპრილი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოთ, როგორც არტერიული ჰიპერტენზიის ძირითადი სამკურნალო საშუალება. არანაირად. დამაზიანებელია ასეთი „მკურნალობა“. კაპტოპრილს არანაირად არ ვაკნინებ მის როლს, ფუნქციას და მნიშვნელობას – კარგი პრეპარატიც არის, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც იღებთ ძირითად, ეგრეთ წოდებულ მარეგულირებელ საშუალებას, ანუ პრეპარატს არტერიული ჰიპერტენზიისთვის ძირითადად, და რაღაც პერიოდულად, როდესაც მიუხედავად ამ პრეპარატის მუდმივი მიღებისა, ზოგჯერ წნევის მაღალი ციფრები დაფიქსირდება, შეგიძლიათ მიიღოთ და... დაგეხმარებათ." - ამბობს ალეკო მიქაძე.
ის ხშირად უზიარებს პაციენტებს არტერიურ წნევასთან დაკავშირებულ რჩევებს და მათ შორის ერთი წნევის გაზომვას ეხება:
" რომელ ხელზე არის სწორი არტერიული წნევის გაზომვა? წესით, ნორმალურ მდგომარეობაში, ორივე ხელზე წნევა თანაბარი უნდა იყოს. 5 ერთეულით, 10-მდე სხვაობა დასაშვებია, მაგრამ არა მეტი. 10 და 10-ზე მეტი თუ არის სხვაობა, არ შეიძლება. ზოგადად, რა არის არტერიული წნევა? ამ დროს ვზომავთ, თუ რამდენად ძლიერია სისხლისა და სისხლძარღვების ერთმანეთზე ზეწოლა, რა ძალით აწვება სისხლი სისხლძარღვებს. ესდ არის სისხლის არტერიული წნევა. ის ერთ-ერთი მდგენელია იმ მრავალ ფაქტორში, თუ როგორ იკვებება თქვენი სხეული, სხეულის ნებისმიერი ნაწილი. წარმოიდგინეთ, თუ თქვენი სხეულის მარჯვენა ნაწილი უკეთ იკვებება, ვიდრე მარცხენა და პირიქით, აშკარად დარღვევაა. ამიტომ უნდა იყოს წნევა ორივე ხელზე თანაბარი, რომელ ხელსაც, ფეხსაც, თავსაც ნორმალურად უნდა მიეწოდებოდეს სისხლი და ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია სისხლის არტერიული წნევა. თუ ეს სხვაობა დიდია, ანგიოლოგს უნდა მიმართოთ. მან იცის, შემდგომში რა კვლევები უნდა ჩაგიტაროთ. ვგულისხმობ, როცა ერთ ხელზე 120 გაქვთ და მეორეზე მაგალითად, 160.