ძალიან ძლიერი ქარი და წვიმა, მათ შორის, დედაქალაქში - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან - მშობლები

ძალიან ძლიერი ქარი და წვიმა, მათ შორის, დედაქალაქში - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

2026-05-29 14:25:35+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტემპერატურა მოიმატებს, მაგრამ წვიმის ფონზე... გაზაფხული ჯერ ძალაში ვერ შევიდა - ვრცელი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან