დემენციის 5 ადრეული ნიშანი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ - მშობლები

დემენციის 5 ადრეული ნიშანი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

2026-06-01 11:47:33+04:00

დემენციის 5 ნიშანი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ:

1. აპათია

აპათია არის გულგრილობის მდგომარეობა. გულგრილობა, ინტერესის დაკარგვა იმის მიმართ, რაც ხდება გარშემო. ადამიანი კარგავს მოტივაციას, უინტერესო ხდება მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და ადრე საყვარელი ჰობიებით დაკავება. მას უკვე აღარ აინტერესებდა ის თემები, რომლებიც აქამდე აღელვებდა. თითქოს საერთოდ არ აქვს გრძნობები და აღარაფერი აწუხებს.

2. ემოციური დისრეგულაცია

ადამიანმა დაიწყო არაადეკვატური რეაგირება ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე. ის ზედმეტად ღელავს და აწუხებს სრულიად რუტინული საკითხები, მისი ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია, შეიძლება გახდეს ძალიან მტირალა, ან მიდრეკილი იყოს ბრაზიანობისკენ - საგნების სროლა, აგრესიის გამოხატვა საკუთარი თავის და სხვა ადამიანების მიმართ, თვითმკვლელობით მუქარა.

3. თვითკონტროლის ნაკლებობა

ადამიანი ცუდად აკონტროლებს თავის ქცევას და იმპულსებს. ხასიათი იცვლება – ადამიანი შეიძლება გახდეს გაღიზიანებული, შეუწყნარებელი, კაპრიზული, გაუწონასწორებელი, აგრესიული, კონფლიქტური, ადვილად აღელდეს. შეიძლება გამოჩნდეს სიჯიუტე - ადამიანს არ სურს განიხილოს სხვა თვალსაზრისი და დაჟინებით, მიუხედავად ყოველგვარი არგუმენტისა, ავითარებს თავის ხაზს. განაგრძეთ კითხვა

დემენციის პირველი ნიშნების შემჩნევა ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან, ზოგჯერ ბავშვობიდანაც, შესაძლებელია
​რა ნიშნებით შეგვიძლია დემენციის რისკის ადრეულ ეტაპზე ამოცნობა და არსებობს თუ არა ამ დაავადებისგან სრულად განკურნების შესაძლებლობა - ზაზა თელია
დემენციის შემთხვევების თითქმის ნახევრის თავიდან აცილება შესაძლებელია - რა შეგვიძლია გავაკეთოთ მისგან თავის დასაცავად