"ეტლი და მისი მდგომარეობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა დაბრკოლება... ნინუცას სილამაზემ, ენერგეტიკამ და ემოციებმა მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება" - რას ამბობს წყვილი, რომლის ქორწილის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს - მშობლები

"ეტლი და მისი მდგომარეობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა დაბრკოლება... ნინუცას სილამაზემ, ენერგეტიკამ და ემოციებმა მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება" - რას ამბობს წყვილი, რომლის ქორწილის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

2026-06-01 22:30:48+04:00

ნინუცა დარბაიძე და ვალერი ხაინდრავა, რომელთა ქორწილის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა ჰქონდა, გადაცემა ამბავში თავიანთი სიყვარულის ამბავს ყვებიან:

ვალერი:

- ხუთი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი ქალაქ წყალტუბოში, ერთ-ერთ სასტუმროში. იმ დროს იქ ვმუშაობდი. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური. ნინია მშობლებთან ერთად რეაბილიტაციისთვის ჩამოვიდა და ჩვენს სასტუმროში ჰქონდათ ნომერი დაჯავშნილი.

თავდაპირველად მისი მშობლები შემოვიდნენ, რამდენიმე საორგანიზაციო საკითხი მოაგვარეს, შემდეგ კი ნინიაც გამოჩნდა. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი გაცნობა.

მისმა სილამაზემ, ენერგეტიკამ და ემოციებმა მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ალბათ, გულგრილს ვერავის დატოვებდა.

ნინუცა:

— დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ოთხსაათიანი მგზავრობის შემდეგ საკმაოდ დაღლილი და გაწეწილი ვიყავი, ამიტომ მგონია, რომ იმ დღეს უფრო ენერგიამ მიიქცია ყურადღება, ვიდრე გარეგნობამ. ისეთი ხმაურით შევედი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე ოთახამდე მიმეღწია და დამესვენა.

706317998-36806383788961010-407698109275657394-n-1780341763.jpg

696799426-3171306313061529-9159425589417066688-n-1780341762.jpg

ვალერი:

- შემდეგ უკვე სხვა ემოციებიც გაჩნდა. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა უკეთ გამეცნო, დავახლოვებოდი. შემდეგ შედგა ჩვენი პირველი საუბარიც.

ნინუცა:

- თავდაპირველად ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. სიმპათიური ბიჭი იდგა და მელოდებოდა. როდესაც მივედი და ჩემი ოთახის შესახებ დავიწყე კითხვა, აღმოჩნდა, რომ ლიფტი არ მუშაობდა. ზედა სართულზე ასვლა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ვალერი ძალიან დაგვეხმარა. ამიტომ პირველი შთაბეჭდილება ჩემი მხრიდანაც ძალიან თბილი და დადებითი იყო.

700476977-26171338925877974-6057336873805757168-n-1780341762.jpg700272495-26171339535877913-884898611673524937-n-1780341762.jpg697111012-26171338919211308-5327148464724896888-n-1780341762.jpg

ვალერი:

- მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ პროფესიული ეტიკეტი არ ყოფილა. სასტუმროებში ხშირად გიღიმიან და ყურადღებას გაქცევენ, მაგრამ აქ უფრო ემოციური და გულწრფელი დამოკიდებულება იყო.

ნინუცა:

— ორი კვირა ვიყავი რეაბილიტაციაზე. როდესაც ჩავედი, ზუსტად გადაწყვეტილი მქონდა, რომ მთელი დრო მხოლოდ რეაბილიტაციისთვის უნდა დამეთმო. გოგოებს ხშირად გვაქვს ხოლმე პერიოდი, როცა არც ახალი ურთიერთობა გვინდა და არც ვინმეს გაცნობა. მეც ასე ვიყავი განწყობილი.

თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. მეგონა, მხოლოდ რეაბილიტაციისთვის ჩავედი, მაგრამ ყველაფერი მეგობრობაში გადაიზარდა, შემდეგ — მოწონებაში. ვცდილობდი დამერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ეს უბრალოდ საზაფხულო რომანი იყო და მალე დასრულდებოდა.

ზაფხული მართლაც დასრულდა, წამოვედი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არა. სიყვარული გაგრძელდა. ერთი წლის შემდეგაც ვიმეორებდი: „არ ვიჩქაროთ, კარგად დავფიქრდეთ“...

გარდა იმისა, რომ გოგოებს გვაქვს ხოლმე შიში, ჩემს შემთხვევაში კიდევ დამატებით მიყო ის, რომ მე ეტლით მოსარგებლე ვარ. დამოუკიდებლად ბევრი რამის გაკეთება არ შემიძლია, თითების მოძრაობაც კი შეზღუდული მაქვს. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს მხოლოდ ქორწინება არ იყო — მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩემს გვერდით იქნებოდა და დახმარებას გამიწევდა.

ამიტომ ვორჭოფობი. ერთი წლის შემდეგაც, ორი წლის შემდეგაც ვამბობდი, რომ კიდევ მეტად დავფიქრებულიყავით. ოჯახი რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენით ბევრი რამის გაკეთება არ შეგიძლია და გიწევს, ბევრ რამეში სხვაზე იყო დამოკიდებული. მინდოდა, ნამდვილად სწორი არჩევანი გამეკეთებინა.

დღეს ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე სწორი არჩევანია, რაც ცხოვრებაში ოდესმე გამიკეთებია. ვალერი ისეთი ადამიანია, რომელსაც თავისუფლად შეგიძლია დაეყრდნო. ვთვლი, რომ მის გვერდით ორმაგად გავძლიერდი. მართლა აღარაფრის მეშინია. ქუჩაში რომ გავდივარ, ზუსტად ვიცი, რომ საიმედოდ და უსაფრთხოდ ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება — თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობ.

ვგრძნობ, რომ ისეთი ძალა მაქვს, რომელიც აქამდე არასოდეს მქონია.

ვალერი:

- ჩემს შემთხვევაში, მეც უბრალოდ ჩემს გულს და ემოციებს მივყევი. ნინიმაც აღნიშნა და მეც ვიტყვი, რომ ეტლი და მისი მდგომარეობა ჩემთვის არ იყო არანვირი დაბრკოლება. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ცხოვრებაში ეტლით მოსარგებლე ადამიანთან პრაქტიკული შეხება არ მქონია, ეს დაბრკოლება არ ყოფილა.

გაცნობის პირველივე დღიდან ჩვენს შორის ძალიან ღრმა ადამიანური კავშირი გაჩნდა. შემდეგ ეს სიყვარულში გადაიზარდ, ურთიერთობაც სხვა კონტექსტში განვითარდა და სიმართლე რომ ვთქვა, შიშის მომენტი ჩემთვის არ ყოფილა. თუმცა ეს არც გაუაზრებელი ნაბიჯი ყოფილა. ზუსტად ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს გადაწყვეტილება. ვხედავდი რეალობას, არ ვხუჭავდი თვალს სირთულეებზე და არ ვამბობდი, რომ პრობლემები არ არსებობდა.

ქართველი ბიზნესმენის მდიდრული ქორწილი კანში, რომელსაც კახა კალაძე სტუმრობდა, რიკი მარტინი და ვალერი მელაძე მღეროდნენ, მაქსიმ გალკინი კი წამყვანი იყო (ვიდეო)

ვინ არის ქართველი წყვილი, რომლის ქორწილის ვიდეოს ასიათასობით ნახვა აქვს სოციალურ ქსელში (ვიდეო)