ვიდეოს, რომელსაც სოციალურ ქსელში გვერდი მონ პარი ავრცელებს, სულ რამდენიმე საათში 300 ათასზე მეტი ნახვა და უამრავი გაზიარება აქვს.
"ნანუკა და თომა...
ჩვენც ამ ზღაპრის ნაწილი ვართ", - წერს "მონ პარი" და უამრავი ადამიანი უსურვებს ბედნიერებას ახალგაზრდა წყვილს.
ნეფე თომა კაკაბაძეა, აჭარაში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ხშირად საუბრობს შშმ პირების პრობლემებსა და გამოწვევებზე.
ასევე საზოგადოებრივად აქტიურია პატარძალი - ნანუკა დიასამიძე, "საქართველოს საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის" დირექტორი.