ქართველი ბიზნესმენის მდიდრული ქორწილი კანში, რომელზეც რიკი მარტინი და ვალერი მელაძე მღეროდნენ, მაქსიმ გალკინი კი წამყვანი იყო (ვიდეო) - მშობლები

ქართველი ბიზნესმენის მდიდრული ქორწილი კანში, რომელზეც რიკი მარტინი და ვალერი მელაძე მღეროდნენ, მაქსიმ გალკინი კი წამყვანი იყო (ვიდეო)

2026-04-26 16:09:56+04:00

ვალერი მელაძე და მაქსიმ გალკინი კანში შეხვდნენ ერთმანეთს და ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნეს.

original-1-1777209497.webporiginal-2-1777209497.webpglk-1777209498.jpgglkn-1777209497.jpg

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორივე დიდი ქორწილის მონაწილე იყო. გალკინი წამყვანი გახლდათ, ხოლო ვალერი მელაძე, რიკი მარტინისთან ერთად, გართობაზე ზრუნავდა.

ქორწილი კანში, მდიდრულ სასახლეში შედგა, ხმელთაშუა ზღვის ხედით, 1919 წლის უძველეს მამულში. რუსეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები შეიკრიბნენ.

ნეფე ქართველი გახლდათ, ბიზნესმენი ნიკა ლომია, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს და საქმიანობს. ასევე უკრაინიდანაა მისი მეუღლე - „მის უკრაინის“ ყოფილი კონკურსანტი, რომელსაც ასევე ნიკა ჰქვია.

684144826-18468776929097489-733707490160824652-n-1777209497..jpg658926857-18468631891097489-2152634222426459300-n-1777209496..jpg681185518-18468631972097489-7575834908937434357-n-1777209496..jpg683515538-18468780091097489-2602775247940736762-n-1777209497..jpg682176608-18468773854097489-4524844750129744567-n-1777209497..jpg

სტუმრებმა რვაფეხას კარპაჩო, სტეიკი სატაცურითა და არტიშოკით, ჟოლოს ტარტი და სხვა კერძები დააგემოვნეს. სასმელებს შორის იყო არყისა და ჯინის კოქტეილები, ასევე ძვირად ღირებული შამპანური, ღვინო და სპირტიანი სასმელები.

  • პატარძალი ომამდეხარკოვში ცხოვრობდა, მოდელად მუშაობდა და „მის უკრაინის“ კონკურსში მონაწილეობდა. ბოლო წლებში ის ევროპაში ცხოვრობდა — ესპანეთის ქალაქ მარბელაში და ფრანგულ რივიერაზე — და ხანდახან უკრაინასაც სტუმრობს. მისი თქმით, ქმარი სოციალური მედიის საშუალებით გაიცნო. ის 25 წლისაა, მოკრძალებულ ოჯახში გაიზარდა და 11 წლის ასაკიდან სამოდელო სკოლაში დადიოდა.

652803630-17999562152865143-7350707005554572832-n-1777210012.jpg

forever-in-my-heart-1777210013.jpgforever-in-my-heart-1-1777210012.jpg653577803-17999562251865143-1704042039100023907-n-1777210012.jpg

საქმრო წარმოშობით საქართველოდანაა. 2018 წელს მან და მისმა პარტნიორებმა კიევში IT კომპანია დააარსეს, რომელიც ონლაინ აზარტულ თამაშებს სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიას ოფისები კიევსა და ვარშავაში აქვს.

ქეთა თოფურია მეუღლით, ბედნიერი პატარძალი, გართობა, ქართული და რუსული სიმღერები - მილიონერ მიხეილ ხუბუტიას ქორწილის კადრები (ვიდეო)
შევარდნაძეები ოჯახის წევრის ქორწილში შეიკრიბნენ - გია ჯოხთაბერიძის ვაჟი დაქორწინდა (ვიდეო)