„გამარჯობა. ორი ვაჟი მყავს, წელიწადნახევარია მათ შორის ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ ხასიათით ძალიან განსხვავებულები არიან. უფროსი მშვიდია, ყველაფერს გააგებინებ, უმცროსი კი ვერცხლისწყალივითაა, წუთითაც ვერ ჩერდება. რასაც უფროსს ვეუბნები და შედეგსაც ვხედავ, მეორესთან საერთოდ არ ამართლებს. ზოგჯერ მგონია, რომ ერთს სწორად ვზრდი, მეორესთან კი მუდმივად ვუშვებ შეცდომებს. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვები ერთ ოჯახში იზრდებიან, მაგრამ სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვთ?“
ეს კითხვა, ალბათ, ყველა მშობელს ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში ორი ან მეტი ბავშვია და თითოეულს განსხვავებული მიდგომა სჭირდება.