ელის მარია სააკაშვილი, რომელსაც მოფერებით ალისკასაც ეძახიან, 6 წლის გახდა. მამამისმა - ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის, მოახერხა დისტანციურად სიურპრიზის გაკეთება და ალისას საოცნებო საჩუქარი - ლეკვი გაუგზავნა. ალისას ვიდეოც მანვე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
ალისა წელს სკოლაში შედის და ემზადება ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის. დედის - მომღერალ სოფო ნიჟარაძის თქმით, ენებისკენ აქვს მამასავით მიდრეკილება, კარგად საუბრობს ინგლისურად, იცის წერა-კითხვა, დედის ნიჭიც გამოყვა და მასთან ერთადაც მღერის ხოლმე.
მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ალისა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, რაც გარშემო დღესაც მაქვს. მთავარი ბედნიერება მყავს და ეს იმ ყველაფრის, გავლილი ცხოვრების და ტკივილების დამსახურებაა, ამიტომ არაფერს არ შევცვლიდი...