"ფერმერებო, სანამ გაჭყიპავთ საკუთარ პროდუქტს ნაგავი სასუქებით, იფიქრეთ იმაზე, რომ ვიღაც შეიძლება დაღუპოთ. ანაფილაქსია მქონდა გუშინ... მადლობა სასწრაფოს, რომ დროულად მოვიდნენ და მადლობა ექიმებს, რომლებიც არ მცილდებოდნენ ბოლო წერტილის გავლამდე. მე კი გადავრჩი, მაგრამ ვინმე რომ დაღუპოთ, აი, მაგაზე იფიქრეთ" - მოქალქის ეს პოსტი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა და უამრავი ადამიანის შეშფოთება გამოიწვია. კომენტარებშიც არაერთი მომხმარებელი აღნიშნავდა, რომ მსგავსი რამ გადაიტანა.
რეაქცია უშუალოდ მარწყვმა გამოიწვია თუ მარწყვზე გამოყენებეულმა ქიმიურმა საშუალებებმა, ამას ექსპერტების გარდა ვერავონ დაადგენს, თუმცა ვეცდებით, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ მარწყვზე ალერგიისა და ქიმიური საშუალებებისგან თავის დაცვის შესახებ.
მარწყვი ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სასარგებლო ხილია. ის მდიდარია C ვიტამინით, ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოთი, თუმცა ზოგიერთ ადამიანში ალერგიული რეაქციის მიზეზიც შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მარწყვზე ალერგია შედარებით იშვიათია, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მან შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა — ანაფილაქსიაც კი გამოიწვიოს.
ალერგია ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა მარწყვის შემადგენლობაში არსებულ გარკვეულ ცილებს საფრთხედ აღიქვამს და მათ წინააღმდეგ რეაგირებს. ამის შედეგად ორგანიზმში გამოიყოფა ჰისტამინი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც ალერგიის სიმპტომებს იწვევს.
მარწყვზე ალერგიის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია პირის ღრუს, ტუჩების ან ენის ქავილი, კანის სიწითლე, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ცემინება, ცხვირის გაჭედვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება. ზოგიერთ ადამიანს სიმპტომები მხოლოდ მსუბუქი ფორმით აღენიშნება და რამდენიმე საათში ქრება.
თუმცა იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქცია შეიძლება სწრაფად დამძიმდეს და ანაფილაქსიაში გადაიზარდოს. ანაფილაქსია მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. მისი ნიშნებია სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ყელისა და ენის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, გულისცემის გახშირება, ძლიერი თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა და გონების დაკარგვა.
ექიმების განმარტებით, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ სხვა საკვები პროდუქტების მიმართ მძიმე ალერგია ან ე.წ. ჯვარედინი ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება. მარწყვში არსებული გარკვეული ცილები შეიძლება ჰგავდეს მცენარეების მტვერში არსებულ ალერგენებს, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი მარწყვის მიღების შემდეგაც რეაგირებს.
ალერგიული რეაქციის სიმძიმე ყოველთვის არ არის დამოკიდებული მიღებული მარწყვის რაოდენობაზე. ზოგჯერ მცირე ულუფაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მგრძნობიარე ადამიანში ძლიერი რეაქცია განვითარდეს. ამიტომ მათ, ვისაც მარწყვზე ალერგია უკვე დადასტურებული აქვთ, რეკომენდებულია პროდუქტის სრულად გამორიცხვა რაციონიდან.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თუ მარწყვის მიღების შემდეგ ადამიანს უვითარდება სუნთქვის გაძნელება, ყელის შეშუპება, ძლიერი სისუსტე ან თავბრუსხვევა, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება. ანაფილაქსიის დროს სწრაფი რეაგირება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

მარწყვის კომერციული წარმოებისას ხშირად გამოიყენება სხვადასხვა პესტიციდი და აგროქიმიური საშუალება. ამის მიზეზი ის არის, რომ მარწყვი საკმაოდ მგრძნობიარე კულტურაა სოკოვანი დაავადებების, მწერებისა და მავნებლების მიმართ.
მარწყვის მოყვანისას შეიძლება გამოიყენებოდეს:
სწორედ ამიტომ მარწყვი ხშირად ხვდება იმ პროდუქტების სიაში, რომლებშიც პესტიციდების ნარჩენები შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული ყველა მარწყვი ჯანმრთელობისთვის საშიშია. განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს მკაცრი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს, რამდენი რაოდენობის პესტიციდის ნარჩენი შეიძლება დარჩეს პროდუქტში.
პესტიციდების რაოდენობის შესამცირებლად სპეციალისტები გვირჩევენ:
აღსანიშნავია, რომ მარწყვზე ალერგიული რეაქცია ყოველთვის პესტიციდებით არ არის გამოწვეული. უმეტეს შემთხვევაში ალერგია თავად მარწყვის ცილებზე ვითარდება. თუმცა ზოგიერთ ადამიანს შეიძლება რეაქცია ჰქონდეს დამუშავებისას გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებზეც.
მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ორი რამ: ანაფილაქსიას თავად ხილი იწვევს თავისი ბუნებრივი ცილების გამო, პესტიციდებით გამოწვეული ანაფილაქსია ძალიან იშვიათია.
ხილებს შორის ანაფილაქსიის გამომწვევებად ყველაზე ხშირად აღწერილია:
მათ შორის განსაკუთრებით ატამი, კივი და მარწყვი ითვლება იმ ხილებად, რომლებმაც შესაძლოა მძიმე ალერგიული რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიაც გამოიწვიონ მგრძნობიარე ადამიანებში.
განსაკუთრებით საინტერესოა ატამი. ალერგოლოგები მას ერთ-ერთ იმ ხილად მიიჩნევენ, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციებს, მათ შორის ანაფილაქსიას. ატამის ალერგენი ძალიან მდგრადია და თერმული დამუშავების შემდეგაც შეიძლება დარჩეს აქტიური.
რაც შეეხება პესტიციდებს, დღეს არსებული სამეცნიერო მონაცემებით, ანაფილაქსიის შემთხვევათა უმრავლესობა თავად ხილის ცილებთან არის დაკავშირებული და არა იმ ქიმიურ საშუალებებთან, რომლებითაც ხილია დამუშავებული. თუმცა იშვიათ შემთხვევებში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რეაქცია პესტიციდების ნარჩენებზეც.
ბოსტნეული და მცენარეული პროდუქტებიდან ანაფილაქსია ხილტან შედარებოთ, უფრო იშვიათია. ყველაზე ხშირად აღწერილ შემთხვევებში მიზეზი გახლდათ:ნიახური, სოია, ბარდა, ლობიო, ოსპი.
რამდენ ხანში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსია?
ხილის ან სხვა საკვების მიღების შემდეგ:
თუ ადამიანს მარწყვის, კივის, ატმის ან სხვა ალერგენული ხილის ჭამის შემდეგ 3-4 საათი საერთოდ არაფერი აწუხებდა და შემდეგ დაეწყო სიმპტომები, ანაფილაქსია ნაკლებად სავარაუდოა.
ანაფილაქსიისთვის დამახასიათებელია, რომ სიმპტომები სწრაფად ვითარდება:
ანაფილაქსიის შემთხვევების დაახლოებით 80-90%-ში პირველი სიმპტომები ალერგენთან კონტაქტიდან 30 წუთის განმავლობაში ვითარდება. ამიტომ ალერგიული რეაქციის ყველაზე კრიტიკული პერიოდი სწორედ პირველი საათია.