48 წლის ტელეწამყვანმა ივან ურგანტმა ფარმაცევტული მაგნატის, კომპანია „იმპერია-ფარმას“ დამფუძნებლის, ომარ ღურწკაიას ვაჟის, გიორგი ღურწკაიასა და მისი საცოლის, კესანეს ქორწილიდან გამოაქვეყნა ფოტოები.სანქტ-პეტერბურგში, შოსტაკოვიჩის ფილარმონიულ დარბაზში გამართული ზეიმის გამო წინასწარ დაგეგმილი კონცერტიც კი გაუქმდა. დაწესებულების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ „ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებისთვისაც უარის თქმა ძალიან რთული იყო“. წყაროს ცნობით, ფილარმონიის დიდი დარბაზის ქირაობა 10 მილიონი რუბლიდან (135 000 დოლარიდან) იწყება.
უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივები აღშფოთებულნი იყვნენ ქორწილის ადგილის არჩევანით. ისინი თვლიან, რომ რუსეთის უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფილარმონიული დარბაზის კედლებში კერძო ღონისძიების ჩატარება მის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას აუფასურებს...
ფარმაცევტული მაგნატის მემკვიდრის ქორწილი ორი დღე გაგრძელდა. მეორე ლოკაციად კრესტოვსკის კუნძულზე მდებარე რეზიდენცია გამოიყენეს. ორივე დღეს ღონისძიებას ივან ურგანტი უძღვებოდა, სტუმრებისთვის კი ცნობილი ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე და კომპოზიტორი იგორ კრუტოი მღეროდნენ. სტუმრებს შორის ჩანდნენ ზურა ხაჩიძე და ნინი ქარსელაძე.






ფილარმონიის შესასვლელთან სტუმრებს სანთლებით გაფორმებული, მდიდრულად მორთული კიბე დახვდა. საქორწილო პროგრამის მთავარი მოვლენა ჟოლოთი უხვად მოფენილი გიგანტური ტორტი იყო. სოციალური მედიის ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით, ახალდაქორწინებულთა პირველი ცეკვის გარდა, სმოკინგსა და თეთრ კაბაში, გიორგიმ და მისმა საცოლემ კესანამ ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულეს.
ორი ლოკაციის ქირაობის, სუფრის, მუსიკალური გაფორმების და გართობის ჩათვლით, ღონისძიების საერთო ღირებულება რუსულ პრესაში მილიონ დოლარზე მეტად.

ომარ ღურწკაია ბიზნესმენი და მსხვილი ფარმაცევტული დისტრიბუტორის, „იმპერია-ფარმას“ დამფუძნებელია. მისი ვაჟი, გიორგი, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სააფთიაქო ქსელის, „ერკაფარმის“ ყოფილი მფლობელია. 2015 წელს „იმპერია-ფარმამ“ მასშტაბური ფინანსური პრეტენზიების გამო გაკოტრება გამოაცხადა.