"ჩემი შვი­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი მცემს, თმებს მა­წიწ­კნის... მე­ში­ნია, მცი­ვა... ხდიდნენ ტანსაცმელს და იატაკზე აწვენდნენ... ყველა ბავშვი ამას უყურებდა" - მოქალაქის უმძიმესი ბრალდება და თბილისის კერძო ბაღის პასუხი - მშობლები

"ჩემი შვი­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი მცემს, თმებს მა­წიწ­კნის... მე­ში­ნია, მცი­ვა... ხდიდნენ ტანსაცმელს და იატაკზე აწვენდნენ... ყველა ბავშვი ამას უყურებდა" - მშობლის უმძიმესი ბრალდება და თბილისის კერძო ბაღის პასუხი

2026-06-03 13:09:48+04:00

მოქალაქე ელიტა დანელიანი თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღს მისი შვილის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს.მოქალაქე ამბობს, რომ აქვს დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანს, როგორ "არაადამიანურად ექცეოდნენ ბავშვს".

"მოგესალმებით ყველას ! ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! დღეს როცა კერძო ბაგა-ბაღი "ბელ-მარი“ აღნიშნავს ბავშვთა დაცვის დღეს ძალიან გრანდიოზულად, ამ დროს მე 1 ივნისს ჩემი შვილი მყავს ნევროპათოლოგთან და ფსიქოლოგთან, ბავშვს სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია! ჩემი სამი წლის შვილი ფსიქოლოგიურად გაანადგურეს, რაზეც არაერთხელ ვუთხარი ბაღის დირექტორს გაბუნია ბელას და მასწავლებელს თამუნას, რაზეც დირექტორი მეუბნებოდა, რომ თურმე იქ რეჟიმშია და სულ აქტივობები და მეცადინეობები აქვს და ამ რეჟიმს ჩემი შვილი ვერ იტანდა!

ერთი თვის გამავლობაში ჩემი შვილი მეუბნებოდა, მასწავლებელი მცემს, მასწავლებელი თმებს მაწიწკნის, მეშინია, მცივა, იატაკზე არ დამაწვინო, დედა... რასაც მე ვერ წარმოვიდგენდი! და ვერც ვხდებოდი ბავშვი რას მეუბნება! რომ შევატყვე რომ უკვე ბავშვი ფსიქოლოგიურად შეირყა და იქცეოდა არაადეკვატურად აგრესიულად სულ ტიროდა და ამბობდა მცივა ჩამაცვი მეშინია, ღამეები იღვიძებდა და ტიროდა ბაღში არ წამიყვანო, და დედა ძირს არ დამაძინოო, ყველა ვიდეო ჩანაწერი მაქვს სადაც ბავშვი ამას მიყვება, თვითონ დირექტორიც ჩავაყენე საქმის კურსში, მაგრამ უშედეგოდ!

ბოლოს მოვითხოვე კამერები, რაზეც მითხრა, რომ საფუძველი არ აქვს, რომ მაჩვენოს, რის შემდეგაც ვუთხარი, თუ არ მაჩვენებდა, მივმართავდი კანონს! ამის მერე რაც ვნახე, ეს იყო არაადამიანური ფაშისტური საქციელები და ქმედებები ბავშვების მიმართ, პირადად ჩემს შვილს ხდიდნენ ტანსაცმელს და აწვენდნენ ძირს იატაკზე და ბავშვი იყო 4 საათი, 3 საათი, ყოველდღიურად შიშველ-ტიტველი იყო, ერთ ბოდეში. ბავშვი როცა დგებოდა მასწავლებელი უთითებდა, რომ უნდა დაწვეს, იმავე ჯგუფში ყველა იჯდა თამაშობდა და ჩემი შვილი იყო იატაკზე შიშველი, სადაც ყველა ბავშვი ამას უყურებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შველას ითხოვდა, მასწავლებლები იმავე ოთახში ისხდნენ და ტელეფონს სქროლავდნენ და ფეხებიდან წევდნენ ბავშვს და ისევ ძირს აწვენდნენ უხეში ფორმებით! განაგრძეთ კითხვა

კერძო ბაღის აღმზრდელი, რომელსაც მშობლები ბავშვზე ძალადობაში ადანაშულებენ, დაკავებულია
პოლიცია შევიდა ბაღში, ამოიღეს კამერები და ნახეს ბავშვზე ძალადობის კადრები - 2 წლის ბავშვის ბებია შვილიშვილზე ძალადობაში საბავშვო ბაღის მასწავლებელს ადანაშაულებს