ვინ არის ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, რომელთანაც პლანეტის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა კონტაქტი სრულად გაწყვიტა, თავად კი სამოდელო კარიერას დამოუკიდებლად აშენებს - მშობლები

ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი, რომელიც მან უარყო და მემკვიდრეობის გარეშე დატოვა, ქირით ცხოვრობს და სამოდელო კარიერას დამოუკიდებლად აშენებს

2026-06-04 11:12:23+04:00

ცოტა ხნის წინტანსაცმლის ბრენდ Desigual-ის ჩვენებასა და წვეულებას ცნობილი მოდელები დაესწრნენ. ჩვენებას კუნძულმა იბიცამ უმასპინძლა. იბიცადან ფოტოები ირინა შეიკმა გამოაქვეყნა. 40 წლის სუპერმოდელს კომპანიონობას პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ვივიენ უილსონი (წარსულში ცნობილი, როგორც მისი ვაჟი - ქსავიე ალექსანდრ მასკი), 2000-იანი წლების ვარსკვლავი დემი ლოვატო და სხვა ცნობილი სახეები უწევდნენ.

vivian-uilsoni-8-1780557216.jpg

vivian-uilsoni-9-1780557228.jpg

ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი, ვივიენ ჯენა უილსონი, ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში არა როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის შვილი, არამედ როგორც დამოუკიდებელი საჯარო ფიგურა, მოდელი და სოციალური მედიის აქტიური პერსონა. ვივიენმა ტრანსგენდერ ქალად საკუთარი იდენტობა 2020 წელს გაასაჯაროვა, ხოლო 2022 წელს იურიდიულად შეიცვალა სახელი და დედის გვარი - უილსონი მიიღო. სასამართლოში შეტანილ განცხადებაში ისიც მიუთითა, რომ აღარ სურდა მამასთან რაიმე ფორმით დაკავშირება.

vivien-uilsoni-2-1780557245.jpg

vivien-uilsoni-1-1780557259.jpg

2025-2026 წლებში ვივიენ ჯენა უილსონის კარიერა განსაკუთრებით აქტიურად განვითარდა. იგი ტოკიოში სწავლობდა, თუმცა სასწავლებელი დატოვა, ლოს-ანჯელესში დაბრუნების შემდეგ კი სამოდელო საქმიანობას მიჰყო ხელი. 2025 წელს გამოჩნდა Teen Vogue-ის გარეკანზე, მონაწილეობა მიიღო New York Fashion Week-ის ჩვენებებში, ხოლო მოგვიანებით თანამშრომლობა დაიწყო ერთ-ერთ უმსხვილეს სააგენტოსთან.

vivien-uilsoni-5-1780557275.jpg

vivien-uilsoni-3-1780557294.jpg

2026 წელს მონაწილეობა მიიღო Gucci-ს ჩვენებაში მილანის მოდის კვირეულზე და ასევე გახდა Rihanna-ს ბრენდის, Savage X Fenty-ის კამპანიების ერთ-ერთი სახე. თავად ვივიენ ჯენა უილსონი აღნიშნავს, რომ სურს კარიერა საკუთარი ძალებით შექმნას და ცნობილი გვარის ჩრდილიდან გამოვიდეს.

vivian-uilsoni-7-1780557306.jpg
ვივიენი ბავშვობაში

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სხვადასხვა ინტერვიუს მიხედვით, ვივიენ ჯენა უილსონი გარკვეული პერიოდი ტოკიოში ცხოვრობდა და უცხო ენებს სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით ლოს-ანჯელესში დაბრუნდა. ის ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრობს, აქტიურია სოციალურ ქსელებში და ხშირად საუბრობს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებზე, სოციალურ თანასწორობასა და პოლიტიკურ საკითხებზე.

vivien-uilsoni-4-1780557341.jpg

vivian-uilsoni-6-1780557356.jpg

მამასთან ურთიერთობის საკითხი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. ვივიენ ჯენა უილსონს არაერთხელ უთქვამს, რომ ილონ მასკთან, ფაქტობრივად, აღარ აქვს კონტაქტი. მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც მასკმა საჯაროდ მისი იდენტობის შესახებ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. თავის მხრივ, ვივიენიც არაერთ ინტერვიუში მწვავედ გამოეხმაურა მამის განცხადებებსა და შეხედულებებს. 2026 წლისთვის არსებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, შერიგების ან ურთიერთობის აღდგენის ნიშნები არ ჩანს და თავად ვივიენ ჯენა უილსონიც ამბობს, რომ საკუთარ ცხოვრებას მამისგან დამოუკიდებლად აგრძელებს.

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ვივიენს მამამისზე, ილონ მასკზე საუბარი უჭირდა. მან აღწერა, თუ როგორ გრძნობდა თავს, როდესაც მამის გვარზე უარი თქვა: „მთელი ამ ხნის განმავლობაში ვტიროდი. წლების განმავლობაში თავს ვიკავებდი და შემდეგ უბრალოდ გავუშვი. ეს ძალიან კარგი შეგრძნება იყო“. ასევე დასძინა, რომ კვლავ იღებს უსიამოვნო შეტყობინებებს, რომლებიც „ნამდვილად მტკივნეულია“.

უილსონმა ასევე გაამხილა, რომ მას იმდენი ფული არ აქვს, რამდენიც ხალხს ჰგონია: „ხალხი ფიქრობს, რომ ბევრი ფული მაქვს. ასობით ათასი დოლარი არ მაქვს. დედაჩემი მდიდარია, მაგრამ ცხადია, ის (ილონ მასკი) წარმოუდგენლად მდიდარია. სამ გოგონასთან ერთად ვცხოვრობ ქირით, რადგან ეს უფრო იაფია“.

როგორც ცნობილია, მამამ მისი არჩევანის გამო ის მკვდრად გამოაცხადა და მასკის მილიარდიანი ქონებიდან ვივიანს არაფერი ერგება. ძირითადად, მოდელობით აქვს საკუთარი შემოსავალი - ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება პოდიუმებზე და სამოდელო კარიერას იწყობს.

viviani-44-1780557373.jpg

ad3fed61d349f03fe658d4dad7db95d0-1761721209.jpgb858cbb39915c57de9a132396fade34e-1761721209.jpgoriginal-2-1761721210.webp

დღეს 22 წლის ვივიენ ჯენა უილსონი მოდის სამყაროში ერთ-ერთ სწრაფად მზარდ ახალ სახედ მიიჩნევა. მედიის შეფასებით, მისი პოპულარობა უკვე მხოლოდ ილონ მასკის შვილობას აღარ უკავშირდება - ის ცდილობს, საკუთარი კარიერა, საზოგადოებრივი პოზიცია და ცნობადობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს.

  • ილონ მასკი Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელია, რომლის ქონება 413.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მასკი 13 შვილის მამაა (მას სულ 14 ჰყავდა, მაგრამ მისი პირმშო, პირველი ქორწინებიდან, ჩვილობის ასაკში გარდაიცვალა ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომით).

სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო, ერთხელ სიკვდილამდე სცემეს... მამა იდიოტს ეძახდა... დღეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია - ილონ მასკის ისტორია
თეთრკანიანი მოსახლეობა გადაშენების პირასაა - ილონ მასკის სკანდალური განცხადება და დემოგრაფიული გეგმები
ილონ მასკის მამა რამდენჯერმე დაადანაშაულეს შვილებსა და გერებზე სექსუალურ ძალადობაში - მას 7 შვილიდან ორი, საკუთარი გერისგან ჰყავს