კადრები ეკა მამალაძის რძლის გრანდიოზული დაბადების დღიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - თბილისური ბომონდის თავყრილობა ფუფა გოგლიძის დღეობაზე (ფოტო+ვიდეო) - მშობლები

კადრები ეკა მამალაძის რძლის გრანდიოზული დაბადების დღიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - თბილისური ბომონდის თავყრილობა ფუფა გოგლიძის დღეობაზე (ფოტო+ვიდეო)

2026-06-04 21:44:56+04:00

გუშინ ცნობილ ბიზნესვუმენს, ასევე ცნობილი ოჯახის წევრს - ეკა მამალაძის რძალ ფუფა (თეა) გოგლიძეს დაბადების დღე ჰქონდა. წვეულება კახეთში მდებარე შატოში მოაწყო, ღია ცის ქვეშ. ვენახებსა და აუზს შორის გაშლილ სუფრას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა - ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები. სოციალურ ქსელში უკვე შერაცხეს ეს წვეულება თბილისური ბომონდის დიდ თავყრილობად. საღამოს მუსიკალურად დათო გომართელი აფორმებდა. იყო ბევრი ყვავილი, ბევრი შამპანური - ურიკებით, და ცეკვა-სიმღერა. იუბილარმა ორიგინალურ ტორტზე სანთლებიც ოვაციების თანხლებით ჩააქრო.

pup-1780597162.png

713803859-18589491916057288-1628326391646829834-n-1780597056..jpg

714611834-18589562233057288-4673301970096269203-n-1780597056..jpg714912017-18589610944057288-6164631180594743924-n-1780597057..jpg714792439-18589723618057288-7947701671613941286-n-1780597057..jpg

pup1-1780597160.png

pup556-1780597161.pngpup45-1780597161.jpgpup4-1780597161.pngpup-3-1780597161.pngpup2-1780597160.png

ცნობილი ოჯახის რძალი

ფუფა გოგლიძე ნანი ბრეგვაძის შვილიშვილის - ლევანიკო საყვარელიძის ცოლია. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს. 2015 წელს დაიწერეს ჯვარი, მოგვიანებით კი ხელიც მოაწერეს.
1-78580-1780597316.jpg
469683935-18471854953057288-8781608388133996383-n-1780597316.jpg
ფუფა ქმარ-შვილთან ერთად
screenshot-8-78153-1780597316.jpg469645803-18471856594057288-2938484827569906413-n-1780597316.jpgfufagoglidzeojaxi-43540-1780597316.webp
ფუფა წლებია, წარმატებული ბიზნესვუმენია - სარესტორნო ბიზნესში გაითქვა სახელი და ასევე, Dessange-ის თანადამფუძნებელია. წლების წინ, გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში, საკუთარ საქმიანობაზე ყვებოდა:

- ბავშვობაში იურისტობა მინდოდა, ჩავაბარე კიდეც ვენის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. შემდეგ გავთხოვდი და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, ერთხანს მოსკოვშიც ვცხოვრობდი. ხშირად ვსტუმრობდი რესტორნებს, პრეტენზიული კლიენტი ვიყავი და სწორედ მაშინ დავინტერესდი სარესტორნო ბიზნესით. მანამდე არასდროს მიფიქრია, საკუთარი თავი ამ სფეროში გამომეცადა, ასე ნელ-ნელა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ბიზნესი. თავდაპირველად საბორტო კვების ბიზნესში ვიყავი, ჩემმა ახლობლებმა ავიაკომპანიის გახსნა გადაწყვიტეს, კეტერინგში (ბორტის მომსახურება) დავიწყე მუშაობა. ეს ძალიან სპეციფიკური სფეროა, მოსკოვში გავიარე მასტერკლასი. თვითმფრინავში საკვები სპეციალურად დახუფული უნდა შევიდეს, დანა ბლაგვი უნდა იყოს და ა.შ. სამწუხაროდ, ის ავიაკომპანია აღარ გაიხსნა და სხვაგან დავიწყე მუშაობა. ეს მოხდა რვა წლის წინ. შემდეგ კაზინოს სფეროში გადავინაცვლე, მას თავისებური მართვა სჭირდება. მერე მოხდა ისე, რომ ბათუმში წავედი, სადაც "რედისონის" შენობაში არსებული კაზინო, ბარი და კლუბი ჩამაბარეს. 6 თვე ვიყავი იმ ბიზნესში, შემდეგ კი "მსლაბში" მომიწვიეს. თავიდან პრომოუტერი ვიყავი, მერე მმართველი - მენეჯერი.

ასმაგად მაქვს მის მიმართ პატივისცემა, რადგან ყველაფერი ისწავლა, თავისი თავისგან იდეალურთან მიახლოებული ვერსია გამოიყვანა... არ წარმოგიდგენიათ, სარკესთან რამდენ ხანს ატარებს... - ნატალია ქუთათელაძე ნანი ბრეგვაძის სტილის საიდუმლოებებზე
გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ქმართან გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა - ნანი ბრეგვაძე პირად გრძნობებზე საუბრობს