8 წლის ბავშვები კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ - ერთ-ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა - მშობლები

8 წლის ბავშვები კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ - ერთ-ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა

2026-06-05 11:44:28+04:00

თელავში, კვადროციკლით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა.

დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ალაზნის გამზირზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავის და ყბა-სახის მძიმე ტრამვა მიიღო და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმის თქმით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი თბილისში გადაყვნა იგეგმება.

მეორე დაშავებულს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და შესაბამისი მკურნალობა ადგილობრივ სავადმყოფოში უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ინტერპრესნიუსი

14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა... ვინც დაიღუპა, ფანჯარაზე მჯდარა... წუხელვე დააკავეს გოგონა - ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მე-10 კლასელი დაიღუპა