ფილმი, რომელშიც ნანული შევარდნაძე ასრულებს მთავარ როლს, საერთაშორისო ფესტივალის "შორთ-ლისტში" მოხვდა - ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის წარმატება სამსახიობო სფეროში - მშობლები

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის წარმატება სამსახიობო სფეროში - ფილმი, რომელშიც ნანული შევარდნაძე ასრულებს მთავარ როლს, საერთაშორისო ფესტივალის "შორთ-ლისტში" მოხვდა

2026-06-05 13:15:28+04:00

ედუარდ შევარდნაძის უმცროსი შვილიშვილი, ნანული შევარდნაძე, რომელიც წლებია ნიუ-იორკში ცხოვრობს და საქმიანობს, კარიერაში მორიგი წარმატების შესახებ წერს. როგორც ცნობილია, ნანულიმ მსახიობობა აირჩია თავის ძირითად საქმიანობად და თეატრის პარალელურად, კინოშიც მოსინჯა ძალები. მისი პირველი ფილმის (რომელშიც მთავარ როლს ასრულებს, ასევე სცენარისტი და თანაპროდიუსერიც არის), კომედიური მოკლემეტრაჟიანი სურათის "დიდი ცხვირი", მსოფლიო პრემიერა პალმ სპრინგსის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე შედგება და იქვეა ნომინირებული საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი კომედიური ფილმის კატეგორიაში.

so-delighted-to-share-i-1780651973.jpghad-the-time-of-my-life-on-the-set-of-big-nose-surrounded-by-the-kindest-kookiest-and-most-ta-1780651972.jpghad-the-time-of-my-life-on-the-set-of-big-nose-surrounded-by-the-kindest-kookiest-and-most-ta-2-1780651972.jpghad-the-time-of-my-life-on-the-set-of-big-nose-surrounded-by-the-kindest-kookiest-and-most-ta-1-1780651971.jpg

"უცნაური, კომედიური, აბურდული სასიყვარულო წერილი ჩემი ცხვირისადმი და ყველა იმ დაუცველობისადმი, რომელსაც ჩვენ, უცნაურები, ვატარებთ. იმედი მაქვს, საბოლოოდ ვიპოვით სიყვარულს ჩვენი თავის დაუცველი, ხორციანი, წვეტიანი, ამობურცული, საშინელი ნაწილების მიმართ..." - წერდა ირონიულად ნანული ფილმის წარდგენისას სოციალურ ქსელში.

  • ნანული პაატა შევარდნაძის უმცროსი ქალიშვილია. უფროსი დისგან - ტელეწამყვან სოფიკო შევარდნაძისგან განსხვავებით, რუსეთში არ დარჩა საცხოვრებლად. წლები გაატარა საფრანგეთში, შემდეგ ნიუ-იორკში დაამთავრა ხელოვნების სკოლა და იქვე დარჩა სამსახიობო კარიერის ასაწყობად.

nanuli44-1780651972.jpgpatiently-waiting-for-my-heating-to-turn-on-1780651973.jpgdefrosting-1780651971.jpgnanuli-1780651972.jpgnanuli3-1780651972.jpg

შევარდნაძეები ოჯახის წევრის ქორწილში შეიკრიბნენ - გია ჯოხთაბერიძის ვაჟი დაქორწინდა (ვიდეო)
სოფო შევარდნაძემ 4 წლის შვილის ფოტოები პირველად გაასაჯაროა - ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა