16 წლის დედის მკვლელობა, რომელიც 22 წლის შემდეგ გაიხსნა, მკვლელის შვილმა მოგვიანებით საკუთარი დედა მოკლა - მშობლები

16 წლის დედის მკვლელობა, რომელიც 22 წლის შემდეგ გაიხსნა, მკვლელის შვილმა მოგვიანებით საკუთარი დედა იმსხვერპლა

2026-06-05 13:47:34+04:00

1989 წლის ნოემბერში ამერიკის ქალაქ ინდიანაპოლისში მომხდარმა სასტიკმა დანაშაულმა მთელი საზოგადოება შეძრა. 16 წლის ემი ვაიდნერი საკუთარ სახლში მოკლეს, თუმცა მისი მკვლელის პოვნა პოლიციამ მხოლოდ 22 წლის შემდეგ შეძლო. ეს არის ისტორია დაკარგულ ოცნებებზე, ოჯახის მრავალწლიან ტკივილზე და დეტექტივზე, რომელმაც თითქმის დავიწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.

ბედნიერი ბავშვობა და ნაადრევი დედობა

ემი ვაიდნერი 1973 წელს ინდიანაპოლისში დაიბადა. მას უფროსი ძმა და ორი უმცროსი და ჰყავდა. მშობლები უმცროსი შვილის დაბადებიდან მალევე დაშორდნენ ერთმანეთს და ოთხი ბავშვის აღზრდა დედას, გლორიას, მარტო მოუწია.

მიუხედავად ოჯახის ცვლილებებისა, ემის ბავშვობა ბედნიერი იყო. ის დედის მთავარი დამხმარე გახლდათ — ალაგებდა სახლს, ამზადებდა საჭმელს და უმცროს და-ძმებს უვლიდა.

14 წლის ასაკში ემი დაორსულდა. ორსულობა დიდხანს მალავდა და მხოლოდ მეექვსე თვეში გაუმხილა სიმართლე დედას. მიუხედავად შოკისა, გლორიამ შვილი არ გაკიცხა და მხარი დაუჭირა.

ბავშვის მამა მისი უფროსი ძმის 17 წლის მეგობარი, ტომი აღმოჩნდა. მათი ურთიერთობის შესახებ ოჯახმა არაფერი იცოდა. როდესაც გლორიამ ორსულობის შესახებ შეიტყო, ქალიშვილს ბავშვის მამასთან ურთიერთობის შეწყვეტა მოსთხოვა.

ემის მეგობრებსა და ახლობლებს მისვის ზურგი არ უქცევიათ. გოგონა სკოლაში სიარულს, მეგობრებთან ურთიერთობას და სწავლას აგრძელებდა. ძალიან უყვარდა სწავლა და ოცნებობდა, რომ მომავალში მასწავლებელი გამხდარიყო.

1240x930-0xxv05qscm-4968154353147962929-1780653345.png

მკვლელობა საკუთარ სახლში

სამწუხაროდ, ემის ოცნება ვერ ახდა.

1989 წლის 13 ნოემბერს, ქალიშვილის, ემილის, დაბადებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ, ემი საკუთარ სახლში მოკლეს.

იმ დღეს ის ავად იყო და სკოლაში არ წასულა. დედას უთხრა, რომ სახლში დარჩებოდა და პატარა ემილის მოუვლიდა.

დილით დაახლოებით 09:30 საათზე გლორიამ სახლში დარეკა, თუმცა ტელეფონს არავინ უპასუხა. ეს მისთვის უჩვეულო იყო. შეშფოთებულმა ქალმა მეზობელს სთხოვა მისულიყო და ენახა ყველაფერი რიგზე თუ იყო, მაგრამ კარიარავინ გაუღო.

გლორია იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო და სახლში დაბრუნებულიყო.

სახლში შესვლისას მან პატარა ემილი კიბესთან მჯდომი იპოვა. დედამ რამდენჯერმე დაუძახა ემის, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

როდესაც მეორე სართულზე ავიდა, საშინელი სურათი დახვდა.

ემი საკუთარ საძინებელში, საწოლზე, შიშველი იწვა. ოთახი სისხლით იყო მორწყული. გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

მნიშვნელოვანი სამხილები

გამოძახებაზე მისულმა პოლიციელებმა თავდაპირველად ივარაუდეს, რომ საქმე ძარცვას ეხებოდა, რადგან სახლიდან გარკვეული ნივთები დაკარგული იყო.

თუმცა საძინებელში მკვლელმა არაერთი მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

გამომძიებლებმა საწოლის თეთრეულზე სპერმა აღმოაჩინეს, რაც მიუთითებდა, რომ მკვლელობამდე ემი გააუპატიურეს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კედელზე არსებული სისხლიანი ხელის ანაბეჭდი. პოლიციამ კედლის ეს ნაწილი მთლიანად ამოჭრა და მტკიცებულებად შეინახა.

გამოძიება დაიწყო.

1240x822-0xg0t0v0g0-7624705081927052929-1780653446.png

უშედეგო წლები

გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ ორი წლის ემილის შესაძლოა რამე ენახა, მაგრამ ბავშვს ჩვენების მიცემა არ შეეძლო.

პოლიციამ დაკითხა ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები. ეჭვი ემის უფროს ძმაზეც კი მიიტანეს.

დაკითხეს ემილის მამაც, თუმცა მკვლელობის დროს ის სამსახურში იმყოფებოდა და ამას არაერთი მოწმე ადასტურებდა.

დრო გადიოდა, მაგრამ დამნაშავის პოვნა ვერ ხერხდებოდა.

ოჯახმა ემი დაკრძალა.

გლორიამ შვილიშვილი, ემილი, ოფიციალურად იშვილა და მისი აღზრდა საკუთარ თავზე აიღო. წლების განმავლობაში ქალი მუდმივ შიშში ცხოვრობდა. მას ეჩვენებოდა, რომ მკვლელი შესაძლოა დაბრუნებულიყო და მისი სხვა შვილებიც საფრთხეში აღმოჩენილიყვნენ.

საქმე, რომელიც სოციალურ ქსელში გაცოცხლდა

წლები გავიდა. ემილი გაიზარდა.

2011 წელს ემის მეგობრებმა სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნეს, სადაც გარდაცვლილი მეგობრის შესახებ მოგონებებს აზიარებდნენ.

სწორედ ამ ჯგუფმა მისცა ბიძგი საქმის ხელახლა გააქტიურებას.

ერთ-ერთ გამომძიებელს სოციალური ქსელები არ ჰქონდა და კოლეგას, ბილ კარტერს, სთხოვა, ჯგუფიდან მასალები ამოებეჭდა.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობების გამოძიება მისი ძირითადი სპეციალობა არ იყო, კარტერი საქმით დაინტერესდა.

მან თავისუფალ დროს ემის საქმის ყველა დოკუმენტი, ჩვენება და მტკიცებულება დეტალურად შეისწავლა.

ამ პროცესში კარტერმა შენიშნა, რომ პოლიციას ზოგიერთი მნიშვნელოვანი პირი საერთოდ არ დაეკითხა.

მათ შორის იყო როდნი დენკი — ახალგაზრდა კაცი, რომელიც ვაიდნერების სახლის პირდაპირ ცხოვრობდა და ემის უფროსი ძმის მეგობართა წრეში შედიოდა.

1240x1300-0xkdakeo2l-2702740079604922300-1780653523.png

მკვლელის აღმოჩენა

კარტერმა როდნი დენკთან შეხვედრა დაგეგმა, თუმცა დანიშნულ დღეს, როდესაც დეტექტივი მის სახლში მივიდა, დენკი გაუჩინარებული იყო.

ეს გარემოება საეჭვოდ მოეჩვენა.გამომძიებელმა მისი წარსულის შესწავლა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ დენკი წარსულში ორჯერ იყო დაკავებული — ძალადობისა და ქურდობის გამო.

შემდეგ კარტერმა როდნი დენკის თითის ანაბეჭდები შეადარა ემის საძინებლის კედელზე დარჩენილ სისხლიან ხელის ანაბეჭდს.შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.ანაბეჭდები სრულად ემთხვეოდა ერთმანეთს.22 წლის შემდეგ მკვლელი საბოლოოდ იდენტიფიცირებული იყო.

დაკავება და აღიარება

პოლიციამ დაადგინა, რომ დენკს ნაქირავები ავტომობილი ჰყავდა, რომელიც სპეციალური სისტემით იყო აღჭურვილი და მისი ადგილმდებარეობის დადგენა შესაძლებელი გახდა.

როდესაც სამართალდამცველებმა მას მიაკვლიეს, დენკმა წინააღმდეგობის გაწევა და ვენების გადაჭრაც კი სცადა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საბოლოოდ მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, ის ემის ძმის ოთახში ქურდობის მიზნით შევიდა და სტერეოსისტემის მოპარვას აპირებდა.შემდეგ კი ემი მოულოდნელად გამოჩნდა.დენკის მტკიცებით, მან გოგონას თავში დაარტყა.თუმცა ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა უპასუხოდ დარჩა — თუ მისი მიზანი მხოლოდ ძარცვა იყო, რატომ გააუპატიურა და მოკლა ემი?ამ კითხვაზე დამნაშავემ პასუხი ვერ გასცა.

b00a08fe-3919-4767-a17c-4c2003a98167-1780653717.png
როდნი დენკი

განაჩენი

როდნი დენკს სასამართლომ 65 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული დეტალი ის არის, რომ მოგვიანებით დენკის შვილიც მკვლელობისთვის აღმოჩნდა ციხეში. დილონ დენკს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საკუთარი დედის მკვლელობისთვის.

დაგვიანებული სამართლიანობა

ემი ვაიდნერის ქალიშვილი, ემილი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახი დღემდე მადლიერებით იხსენებს დეტექტივ ბილ კარტერს, რომელმაც ათწლეულების შემდეგ შეძლო სიმართლის დადგენა. როდესაც სასამართლომ როდნი დენკს განაჩენი გამოუტანა, ემის უმცროსმა დამ, კესიმ, დეტექტივს უთხრა: „თქვენ გაცილებით იმაზე მეტი გააკეთეთ ჩვენთვის, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა.“

ცნობილი მოდელი დედამთილმა მოკლა - შვილი რატომ წამართვიო...
მოსწავლემ მასწავლებელი გამოცდაზე დაუშვებლობის გამო მოკლა... - შემთხვევა რუსეთში, რომელმაც მსოფლიო მედია მოიცვა