"აგვიხდა ოცნება, პირადად შევხვედროდით უწმინდესს..." - ნოე სულაბერიძის ოჯახური სტუმრობა პატრიარქთან - მშობლები

"აგვიხდა ოცნება, პირადად შევხვედროდით უწმინდესს..." - ნოე სულაბერიძის ოჯახური სტუმრობა პატრიარქთან

2026-06-05 22:06:53+04:00

პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე მეუღლესთან - ყოფილ "მის საქართველოსა" და ტელეწამყვან ჯანეტ ქერდიყოშვილთან, ასევე - ორ ქალიშვილთან ესტუმრა პატრიარქ შიოს.

"დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ოჯახისთვის! აგვიხდა ოცნება, პირადად შევხვედროდით უწმინდესს, რომელმაც დიდი სიყვარულით მიგვიღო! პატრიარქი საოცრად თბილი, კეთილი და ბრძენი ადამიანია!

დღეგრძელი იყოს საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათალიკოს-პატრიარქი შიო III", - წერს ნოე.

noe3-1780683525.jpg

როგორც ცნობილია, წყვილი მესამე შვილს ელოდება. სქესის გაგების ცერემონიიდან გაირკვა, რომ წყვილი კვლავ გოგონას ელოდება.

ნოესთვის მომავალი პატარა მეხუთე შვილი იქნება. მას პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, ლიზა და ალექსანდრე, ჯანეტთან კი გოგონები - ლილი და ანნა. ვნახოთ, რა სახელს შეურჩევს მესამე პატარას ვარსკვლავური წყვილი.

ფემხძიმე ჯანეტი შესანიშნავად გამოიყურება. ხშირად დებს ფოტოებს ქალიშვილებთან ერთად.

noe34-1780683470.jpgnoe65-1780683470.jpgnoe4-1780683470.jpgnoe6-1780683469.jpg

"ახლა რომ ვაანალიზებ ჩემს ცხოვრებას, ვხვდები, რომ აი, რამდენი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა, კარგი თუ ცუდი, მაგრამ ფასი არაფერს აქვს მას მერე, რაც შევუღლდი და მეყოლა ბავშვები. მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ჩემთვის ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. დღეს მე ვარ სავსე და ბედნიერი, რომ მყავს ასეთი მეუღლე და ორი პატარა", - აღნიშნა ჯანეტმა ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში.

ნოე სულაბერიძის და ეკა სამხარაძის ქალიშვილი 18 წლის გახდა - როგორ ულოცავენ ცნობილი მშობლები
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მესამე შვილი სქესს ამხელენ - გოგოა თუ ბიჭი მომავალი პატარა?
მთელი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს - ჯანეტ ქერდიყოშვილი