რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვნენ.ერთმანეთს ექსკურსიის მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი დაეჯახა მის წინ მოძრავ მიკროავტობუსს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი.
გამოცემის ცნობით, ბავშვები გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელი ქესალოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები არიან. არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. (მთავარი ფოტო ინფო რუსთავი)