"პროდუქტს ეწერა "ერბო", რეალურად კი პალმის ცხიმი იყო" ერთ-ერთი საბავშვო ბაღი ყიდულობდა და ეგონათ საუკეთესო პროდუქტს იყენებდნენ" - შეიძლება მარკეტში ეტიკეტმაც მოგატყუოთ - მშობლები

"პროდუქტს ეწერა "ერბო", რეალურად კი პალმის ცხიმი იყო" ერთ-ერთი საბავშვო ბაღი ყიდულობდა და ეგონათ საუკეთესო პროდუქტს იყენებდნენ" - შეიძლება მარკეტში ეტიკეტმაც მოგატყუოთ

2026-06-10 12:42:59+04:00

მომხმარებლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ თუ პროდუქტის შეფუთვაზე ყველა ინგრედიენტი მითითებულია, ეს უკვე მის სანდოობასა და უსაფრთხოებაზე მიუთითებს. თუმცა, როგორც ირკვევა, მხოლოდ ინფორმაციის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პროდუქტი კანონმდებლობის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

სწორედ ამ თემაზე ისაუბრა სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სპეციალისტმაანდრია კალანდიამჟურნალისტ გვანცა დარასელიასთანGvantsa's Podcast・გვანცას პოდკასტი-ში, კერძოდ კი მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, როდესაც "ერბოდ" ეტიკეტირებულ პროდქტში რეალურად არა რძის პროდოდუქტი იყიდებოდა.

"ძალიან ბევრჯერ შევხვედრივართ და დღემდე ვხვდებით ისეთ ფაქტებს, როდესაც შევდივართ სუპერმარკეტში და ფასმაჩვენებელზე ვკითხულობთ, მაგალითად: „ყველი ფეტა“ ან „ყველი იმერული“. რეალურად კი, ამ ფასმაჩვენებლის უკან დევს პროდუქტი, რომელიც არ არის ყველი, არ არის ხაჭო და დამზადებულია რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმისგან.

როდესაც მსხვილ მარკეტები თუ სავაჭრო ქსელები არღვევენ ამ ყველაფერს, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია. ასეთ დროს მომხმარებელს პროდუქტის შეძენის სურვილი უქრება.

იგივე ხდება, მაგალითად, ერბოზე. ჩვენ ვიყიდეთ ერბო, რომელიც 99%-ით პალმის ცხიმისგან შედგებოდა, თუმცა ეწერა „ერბო“. რეალურად, ერბო 100%-ით რძის ცხიმისგან მზადდება და მასში მცენარეული ცხიმის გამოყენება არ შეიძლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რძის ცხიმის შემცველობა მხოლოდ 0,25% იყო, დანარჩენი 99,75% კი — პალმის ცხიმი.

გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი საბავშვო ბაღი ამ პროდუქტს იყენებდა. მათ ეგონათ, რომ მარკეტში ყიდულობდნენ მაღალი ხარისხის ერბოს და ბავშვთა კვებაში საუკეთესო პროდუქტს იყენებდნენ. როდესაც მივუთითეთ, რომ ეს არ იყო ერბო და რეალურად პალმის ცხიმს იყენებდნენ, მხოლოდ მაშინ გაირკვა სიმართლე.

ფაქტი დადგინდა, თუმცა გათენდა მეორე დღე და უპასუხისმგებლობის გამო კვლავ „ერბოს“ სახელით გაგრძელდა მისი გაყიდვა. რა თქმა უნდა, არსებობს რეგულირების მექანიზმი — გვაქვს 301-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბიზნესოპერატორს ამ დარღვევისთვის პირდაპირ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. გარკვეულ შემთხვევებში დარღვევები გამოსწორდა, თუმცა დღესაც რომ წავიდეთ, კვლავ ვნახავთ არასწორი დასახელებით გაყიდულ ყველს თუ ერბოს. იმ პირველ შემთხვევაში კი, მდგომარეობა გამოსწორდა." - აღნიშნა ანდრია კალანდიამ.

შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებიანობასა და აქტიურობაზე... შესაძლოა გამოიწვიოს თვალის ბადურის ჩამოშლა - შეღებილი კალმახი და ორაგული ჩვენს ბაზრებზე