კახეთის ხმა კვადროციკლით მომხდარი შემთხვევისას დაზარალებული ბავშვის შესახებ იუწყება:
"ორი დღის წინ კვადროციკლით მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული ბავშვის, - 2017 წელს დაბადებული ბექა იგრიაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ის ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკაში ინტენსიური, რეანიმაციული მკურნალობის ქვეშ იმყოფება.
8 წლის ბიჭუნას მრვალობითი მოტეხილობები და ტრავმები, ქალასარქველის და ფუძის მოტეხილობები აღენიშნება. ეპიდელური სისხლჩაქცევები და თავის ტვინის დიფუზიური ტრავმა დაუდგინდა. ამჟამად პაციენტს მწვავე ანემია აქვს.
ოჯახი 8 წლის ბიჭუნას თურქეთის მრვალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას გეგმავს, რისთვისაც სასწრაფოდ საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.
GE50BG0000000160902055 საქართველოს ბანკი.
GE68TB7140245068100026 თიბისი ბანკი
თანხის მიმღები, ბავშვის დედა, ხატია დუდაური
- შეგახსენებთ, შემთხვევა თელავში მოხდა, ალაზნის გამზირზე. კვადროციკლით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ.შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავის და ყბა-სახის მძიმე ტრამვა მიიღო და მართვით სუნთქვაზეა.