დაკარგული 11 წლის სკოლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს: იგი პედაგოგ-ფსიქოლოგმა გაგუდა - მშობლები

11 წლის გოგონა მანქანაში ჩაისვა და პირდაპირ ავტომობილის სალონში მოკლა - პედაგოგ-ფსიქოლოგმა მკვლელობა აღიარა

2026-06-08 10:54:51+04:00

საერთაშორისო მედია კრასნოდარის მხარეში მხდარ მკვლელობას ეხმაურება. დაკარგული 11 წლის სკოლის მოსწავლე მოკლული იპოვეს. გოგონა დიპლომირებულმა პედაგოგ-ფსიქოლოგმა გაგუდა, რომელიც ბავშვებთან რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. მკვლელს სოციალურ ქსელში რამდენიმე ანგარიში ჰქონდა: ერთზე იგი კონდიტერი მეუღლის გვერდით ბედნიერი ქმარი იყო, ხოლო მეორეზე - ანიმეს გმირი, ერენ იეგერი. მამაკაცმა მკვლელობის პროცესი თავადვე აღწერა და აღიარა. ამბავი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო მედიის გამოხმაურებაც გამოიწვია.

poto-2-1780901942.jpg

გამოცემა "Shot"-ის ინფორმაციით, 24 აპრილს, დაბა სტრელკაში, 11 წლის გოგონა სკოლიდან დაახლოებით 16:00 საათზე დაბრუნდა. ამის შემდეგ მშობლებს უთხრა, რომ მეგობრებთან ერთად სასეირნოდ მიდიოდა. იგი სახლში აღარ დაბრუნებულა. პირველ დღეს ახლობლები მას დამოუკიდებლად ეძებდნენ. მოგვიანებით სამძებრო სამუშაოებში დაახლოებით 600 ადამიანი ჩაერთო. მოხალისეები კითხებს იმ მძღოლებსაც უსვამდნენ, რომლებიც ტრასებზე მოძრაობდნენ.

ხუთი დღის შემდეგ გოგონა მოკლული იპოვეს. ეჭვმიტანილი 31 წლის დიპლომირებული პედაგოგ-ფსიქოლოგი, რომელიც ხუტორ ბელიში - მსხვერპლის სახლიდან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობდა. ის დაოჯახებული იყო და სოციალურ ქსელებში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებდა. მამაკაცი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა უმცროს პოლიციელად, ყუბანის კაზაკთა ახალგაზრდულ კავშირში. მას ბავშვები ლოცვაზე, ექსკურსიებსა და თეატრალურ წარმოდგენებზე დაჰყავდა.

poto-6-1780901958.jpg

დაკითხვისას მამაკაცმა აღიარა, რომ 11 წლის გოგონას დაბა სტრელკაში შეხვდა, ბავშვი მანქანაში ჩაისვა, პირდაპირ ავტომობილის სალონში გაგუდა, მოგვიანებით კი ცხედარი წყალსატევთან გადააგდო. მკვლელი მიმალვას ცდილობდა, თუმცა იგი იპოვეს და დააკავეს. მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

poto-7-1780901995.jpg

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, მკვლელი აქტიური ცხოვრების წესს ეწეოდა: ბევრს მოგზაურობდა, ანიმეთი, თამაშებითა და იარაღით იყო გატაცებული. მედიაში აღნიშნავენ, რომ მამაკაცს სოციალურ ქსელში რამდენიმე პროფილი ჰქონდა: ერთზე იგი ბედნიერი მეოჯახე იყო კონდიტერ ცოლთან ერთად, მეორეზე კი - "ერენ იეგერი" მოზარდებში პოპულარული ანიმეს, "ტიტანებზე თავდასხმის" მთავარი გმირი.

13 წლის დაკარგული გოგონა 30 წლის შემდეგ მოულოდნელად იპოვეს - საქმე, რომელიც ბევრს აოცებს