გუშინ ლისის ტბის მიდამოებში მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი წყვილი, ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე იყვნენ, რომელთაც ორი შვილი დარჩათ. მათ შესახებ ჟურნალი "კარიბჭე" წერს,
"კარიბჭის" თანამშრომელს, როლანდ (რომილე) ჩხეიძეს გარდაეცვალა შვილი და რძალი - ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე. ისინი გუშინდელ ავტოავარიას ემსხვერპლნენ.
სანდრო ჩხეიძე წლების წინ თავადაც წერდა ჩვენს ჟურნალში სრულიად გამორჩეულ სტატიებს. სანდრო და ნათია იყვნენ უნიჭიერესი, მიზანდასახული, ძალიან კარგი ადამიანური თვისებების მქონე ახალგაზრდები. მათ 2 პატარა შვილი დარჩათ.
გლოვაა "კარიბჭის" დიდ ოჯახში. სიტყვებს ვერ ვპოულობთ, როგორ ვანუგეშოთ როლანდი და მაკა.
უფალმა განუგეშოთ, ჩვენო უსაყვარლესო ადამიანებო. შეიწყალოს და აცხოვნოს სანდროს და ნათიას სულები. სასუფეველი ჰქონოდეთ.
გთხოვთ, მოიხსენოთ თქვენს ლოცვებში ახალშესვენებულთა სულები".