შემზარავი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ადვოკატი თინათინ (თიკო) ბერიაშვილი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მოულოდნელად გარდაიცვალა.
"თიკო საკმაოდ ცნობილი ადვოკატი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი, ძალიან ნიჭიერი. დღე-დღეზე უნდა ემშობიარაო და ამბობენ, თრომბით დაიღუპაო. სახლში დაკარგა გონება, სასწრაფომ უგონოდ წაიყვანა. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ვერც ბავშვები გადაარჩინეს" - გვიყვებიან ახლობლები. განაგრძეთ კითხვა