აქტივისტმა ბექა კვაჭანტირაძემ გუშინ, Tik-Tok ლაივიდან ვიდეოს მონაკვეთი გაავრცელა, სადაც ბებია (ნინო გედენიძე) მცირეწლოვან შვილიშვილს ეჩხუბება და ბავშვი კი ტირის. სწორედ ის ბებიაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე თვეში კი გათავისუფლდა.
"ეს ბებია ხომ გახსოვთ? დაკავა ქუთაისის პოლიციამ, სასამართლომ კი მინიმლური სასჯელი მიუსაჯა! დღეს ისევ ლაივშია, ისევ ბავშვით ხელში, დანარჩენს ვიდეოში თქვენც ხედავთ!!! ძველი ვიდეო არ გეგონოთ, გუშინდელია! ბავშვის დედა თბილისშია, ბავშვი ქუთაისში "ბებიასთან". ქვედა ფანჯარაში ლაივშია დედაც ჩართული და რეაგირება არ აქვს! რა ხდება ამ ქვეყენაში? სადაა სამართალი?" - წერს ბექა კვაჭანტირაძე.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ბავშვი აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა წაიყვანეს, თუმცა დღეს ბავშვის დედამ Tik-Tok-ის ლაივში განაცხადა, რომ ბავშვი მასთან არის, დედამისს კი ჩიყვი აქვს და ამის გამო არის "ნერვიული".
"საზოგადოება ხომ ხართ დაინტერესებული ჩემი ოჯახით, ჩემი ოჯახის მდგომარეობით და ჩემი ოჯახის კეთილდღეობით. ხომ იძახის საზოგადოება რომ ეს ჩიყვიდან გამომდინარეა და ნერვოზულია. ვიცი ფასიანები რომაა [ექიმთან ვიზიტი], ვიცი, მაგრამ რა ღირს ზუსტად, არ ვიცი და იქნება საყოველთაო დაზღვევით ნახევარ ფასში ჩავეტიო.
დედაჩემი იქ, საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, ექიმს რა უთქვამს, იცი? „ეს ქალი ქვას რომ არ გესვრით, არ გიკვირთო? თქვენ იცით, ამას ჩიყვზე რა მდგომარეობა აქვსო? თქვენ იცით, ამას რა მდგომარეობა აქვს ორგანიზმშიო?“. ჰოდა, მივხედოთ ნინიკოს, არ გავახაროთ მტერი.
ერთი თხოვნა მექნება: არცერთ პოსტს არ მიაქციოთ ყურადღება. თქვენ ხომ დაინახეთ, რომ ყველა პოსტი ტყუილია აბსოლუტურად და თქვენ ხომ იცით, ეს რის გამო გავრცელდა? ჩემი შვილი ჩემთანაა, დედაჩემი — გარეთ, ყველაზე მთავარი ეს არის." - ამბობს ბავშვის დედა.