"7 წელი ერთად და ისევ დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება ხარ…" - ჯანეტ ქერდიყოშვილი - მშობლები

"7 წელი ერთად და ისევ დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება ხარ…" - ჯანეტ ქერდიყოშვილი

2026-06-10 11:49:15+04:00

პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და მისი მეუღლე - ყოფილი "მის საქართველო" და ტელეწამყვანი ჯანეტ ქერდიყოშვილი უკვე 7 წელია ერთად არიან. ამ თარიღთან დაკავშირებით ჯანეტი წერს:

"7 წელი ერთად და ისევ დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება ხარ… მადლობა ღმერთს ჩვენი სიყვარულისთვის, ჩვენი ოჯახისთვის და იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ერთად შევქმენით. მიყვარხარ.
P.S. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ დამავიწყდა… მადლობა, რომ წლების შემდეგაც კი შეგიძლია გამაცინო ისე, როგორც პირველ დღეებში".

როგორც ცნობილია, წყვილი მესამე შვილს ელოდება.სქესის გაგების ცერემონიიდან გაირკვა, რომ წყვილი კვლავ გოგონას მოლოდინშია.

noe65-1780683470.jpgnoe34-1780683470.jpgjanet-1767444012.png

ნოესთვის მომავალი პატარა მეხუთე შვილი იქნება. მას პირველი ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, ლიზა და ალექსანდრე, ჯანეტთან კი გოგონები - ლილი და ანნა. ვნახოთ, რა სახელს შეურჩევს მესამე პატარას ვარსკვლავური წყვილი.

ფემხძიმე ჯანეტი შესანიშნავად გამოიყურება. ხშირად დებს ფოტოებს ქალიშვილებთან ერთად.

"ახლა რომ ვაანალიზებ ჩემს ცხოვრებას, ვხვდები, რომ აი, რამდენი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა, კარგი თუ ცუდი, მაგრამ ფასი არაფერს აქვს მას მერე, რაც შევუღლდი და მეყოლა ბავშვები. მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ჩემთვის ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. დღეს მე ვარ სავსე და ბედნიერი, რომ მყავს ასეთი მეუღლე და ორი პატარა", - აღნიშნა ჯანეტმა ერთ-ერთ ბოლოდროინდელინტერვიუში.

ნოე სულაბერიძის და ეკა სამხარაძის ქალიშვილი 18 წლის გახდა - როგორ ულოცავენ ცნობილი მშობლები
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მის საქართველო, რუსული შოუბიზნესის დაპყრობის მცდელობა და დიდი ტრაგედია... - ამბები და ფოტოები მშვენიერი ჯანეტ ქერდიყოშვილის კარიერიდან
მთელი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს - ჯანეტ ქერდიყოშვილი