სამეფო კარზე უფასოდ ცხოვრება დასრულდა - მეფე  ჩარლზ III ძმიშვილებს სამეფო რეზიდენციებიდან აძევებს, პრინცი უილიამი კი ითხოვს, რომ მათგან თავი შორის დაიჭირონ - მშობლები

სამეფო კარზე უფასოდ ცხოვრება დასრულდა - მეფე  ჩარლზ III ძმიშვილებს სამეფო რეზიდენციებიდან აძევებს, პრინცი უილიამი კი ითხოვს, რომ მათგან თავი შორს დაიჭირონ

2026-06-11 10:36:24+04:00

ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რთული დრო უდგას — დადგა მომენტი, როდესაც მონარქის უახლოეს ნათესავებსაც კი ქამრების შემოჭერა და ჩვეულ პრივილეგიებზე უარის თქმა უწევთ. ამჯერად დარტყმა პრინც ენდრიუს ქალიშვილებზე — პრინცესა ბეატრისსა და ევგენიაზე აისახა. მამის გარშემო ატეხილ ხმაურიან სკანდალებში ნებსით თუ უნებლიეთ ჩათრეული დები ახლა იძულებულნი არიან, ახალი საცხოვრებელი სახლები თავად მოძებნონ.

გამოცემა RadarOnline-ის ინფორმაციით, მეფე ჩარლზ III თავის ძმიშვილებს სამეფო რეზიდენციებიდან ასახლებს: პრინცესებმა უკვე მიიღეს ოფიციალური წერილები მოთხოვნით, რომ ლონდონში ახალი ბინა დამოუკიდებლად იპოვონ. ეს ნაბიჯი გახდა დასაწყისი სამეფო უძრავი ქონების იმ მასშტაბური და რადიკალური რეფორმისა, რომელსაც პრინცი უილიამი ამზადებს. მისი მიზანია, მონარქიის ინსტიტუტი უფრო გამჭვირვალე და „თანამედროვე ეპოქაზე მორგებული“ გახადოს.

„სასახლის ხვრელების“ დასასრული და უძრავი ქონების აუდიტი

წლების განმავლობაში პრინცესა ბეატრისსა და ევგენიას შეეძლოთ ესარგებლად ე.წ. „სასახლის საკანონმდებლო ხვრელებით“, რის წყალობითაც ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. უფროს დას, ბეატრისს, სენტ-ჯეიმსის სასახლეში ჰქონდა ბინა, ხოლო უმცროსი, ევგენია, კენსინგტონის სასახლის ტერიტორიაზე მდებარე სამოთახიან აპარტამენტში — „აივი კოტეჯში“ (Ivy Cottage) ცხოვრობდა.

dfa36ab6-f4f6-4f4d-be5b-509aa72dcc26-1781160859.png

ოფიციალურად დები სამეფო ოჯახის მოვალეობებით დაკაბევულ წევრებად არ ითვლებიან და კერძო შემოსავლის წყაროები აქვთ: ბეატრისი ტექნოლოგიებისა და კონსალტინგის სფეროში მუშაობს, ხოლო ევგენია სამხატვრო გალერეა Hauser & Wirth-ის განვითარების დირექტორია. მიუხედავად ამისა, ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ სამეფო კარის უახლოესი პირებისთვის განკუთვნილი პრივილეგიებით და სასახლეებში, ფაქტობრივად, უფასოდ ან შეღავათიანი ტარიფით ცხოვრობდნენ, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა საბაზრო ფასებისგან (ექსპერტების შეფასებით, სენტ-ჯეიმსის სიახლოვეს ორთახიანი ბინის ქირა თვეში 19–20 ათას ფუნტ სტერლინგს აღწევს).

რეალურ მდგომარეობას ნათელი მოჰფინა ეროვნული აუდიტის სამსახურის ბოლო ანგარიშმა, რაც სამეფო უძრავი ქონების პირველი ასეთი შემოწმებაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. გაირკვა, რომ დების ცხოვრების ხარჯები წლების განმავლობაში სრულად იფარებოდა ჯერ განსვენებული დედოფლის, ელისაბედ II-ის, ხოლო შემდეგ — მეფე ჩარლზ III-ის პირადი სახსრებიდან (ე.წ. „პრივილეგირებული საფულიდან“), რომელსაც ის ლანკასტერის საჰერცოგოს მართვიდან იღებს. ინსაიდერები ხაზს უსვამენ, რომ მეფის გადაწყვეტილება არა პრინცესების დასჯას, არამედ სამეფო მფლობელობაში არსებული ქონების ოპტიმიზაციასა და მის უფრო ეფექტურ გამოყენებას უკავშირდება.

1456x971-1-7062aca681a9c88501ee46576ae7ab512500x1667-0x7axzrijd-0942499548821426696-1781160877.jpg.webp

პრინც უილიამის მკაცრი პოზიცია

მომავალი მონარქი, პრინცი უილიამი, რომელიც სულ უფრო ხშირად იღებს თავის თავზე მონარქიის განახლების სადავეებს, გეგმავს სრულად გადახედოს ყველა სამეფო რეზიდენციაში ცხოვრების წესებს. მისი პოზიცია პრინციპული და მკაცრია: მათ, ვინც გვირგვინის სახელით ოფიციალურ მოვალეობებს არ ასრულებს, არ უნდა ჰქონდეთ სასახლეებში სახელმწიფო ხარჯზე ან მეფის პირადი ფონდებიდან ცხოვრების უფლება.

უილიამმა თავად აჩვენა პირადი მაგალითი — ის უინძორში მდებარე თავისი სახლის, „ფროგმორ ჰაუსის“ (Frogmore House) საბაზრო ქირას კეთილსინდისიერად იხდის და შეღავათებით არ სარგებლობს. ბეატრისისა და ევგენიასთვის სამეფო უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის დაკარგვა მათი სტატუსის სიმბოლური ცვლილება იქნება და საბოლოოდ გაუსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ისინი მონარქიის სტრუქტურაში ცენტრალურ ფიგურებად აღარ განიხილებიან.

3548x2364-0xj3x1blxb-2104186267968042431-1781160890.jpg

პრინც ენდრიუს სკანდალის ჩრდილი

პრინცესების საცხოვრებელი კრიზისი მოწმენდილ ცაზე არ დაწყებულა — ეს მათი მამის, 66 წლის პრინც ენდრიუს გარშემო ატეხილი სკანდალების პირდაპირი შედეგია. 2026 წლის დასაწყისში იორკის შერცხვენილი ჰერცოგის გარშემო სიტუაციამ პიკს მიაღწია: გარდაცვლილ პედოფილ მილიარდერთან, ჯეფრი ეპშტეინთან ძველი მეგობრობისა და სექსუალური ხასიათის დანაშაულებში ეჭვმიტანილობის გამო, მას საბოლოოდ ჩამოართვეს ყველა სამხედრო წოდება, სამეფო ტიტული და უინძორში მდებარე 30-ოთახიანი მამულიდან „როიალ ლოჯიდან“ (Royal Lodge) გაასახლეს. მანამდე რეზიდენციიდან გოგონების დედაც, სარა ფერგიუსონიც გამოასახლეს. სკანდალი იმდენად შორს წავიდა, რომ სანდრინგემის სამეფო მამულის თანამშრომლები, სადაც ენდრიუ დროებით გადავიდა, მასზე მუშაობაზე უბრალოდ უარს ამბობდნენ.

ამ ისტორიამ დიდი დარტყმა მიაყენა დების რეპუტაციასაც. მათი სახელები ფიგურირებდა ე.წ. „ეპშტეინის ფაილებშიც“: გაირკვა, რომ დედასთან ერთად ისინი მაიამიში მდებარე ფინანსისტის ვილას სტუმრობდნენ, როდესაც ეს უკანასკნელი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბეატრისსა და ევგენიას ამ დანაშაულებებთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, თავად ამ ისტორიასთან ასოცირებამ მათ მდგომარეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. პრინცესებს ასკოტში სამეფო დოღზე გამოჩენაც კი აუკრძალეს, ხოლო პრინცმა უილიამმა, ხმების თანახმად, ოჯახის სხვა წევრებს დაჟინებით ურჩია, ბიძაშვილები „დისტანციაზე“ ჰყოლოდათ. ამ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე, პრინცესა ბეატრისს მისი მეუღლეც კი, ბიზნესმენი ედოარდო მაპელი-მოცი, დროებით ჩამოშორდა.

original-1-1781160906.webp

განხეთქილება დებს შორის

მამის სირცხვილზე პრინცესების რეაქცია განსხვავებული აღმოჩნდა, რამაც შიდა ოჯახური განხეთქილება გამოიწვია. როგორც კი სკანდალის ახალი ტალღა აგორდა, პრინცესა ევგენიამ შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო და მამასთან ურთიერთობა სრულად შეწყვიტა, რადგან მან ეპშტეინის მსხვერპლთ ბოდიში არ მოუხადა. მან შეწყვიტა საოჯახო დღესასწაულებზე სიარული და მამა შობის დღესასწაულზეც კი უყურადღებოდ დატოვა, რამაც, პრესის ცნობით, ენდრიუ სრულად „გაანადგურა". ამავდროულად, მისი უფროსი და, ბეატრისი, ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს: ის მამასთან კავშირს საბოლოოდ არ წყვეტს, თუმცა ყველანაირად ცდილობს მეფე ჩარლზ III-ის გული მოიგოს, რათა კარზე თავისი მდგომარეობა რარაც ფორმით შეინარჩუნოს.

original-1781160924.webp

მიუხედავად ამისა, რეფორმების მექანიზმი უკვე ამუშავებულია და დებს, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მაინც მოუწევთ მონარქის მოთხოვნას დაემორჩილონ და ცხოვრება სასახლის კედლებს მიღმა, სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.

„ქეითის კრიტიკა ბოლო წვეთი აღმოჩნდა“ — პრინცმა უილიამმა ჰარისთან ურთიერთობა მეუღლის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო საბოლოოდ გაწყვიტა

დედოფალი მას სხვა შვილებისგან არჩევდა, ანებივრებდა და ხელს აფარებდა - როგორ იქცა ნებიერა პრინცი ენდრიუ საძულველ დამნაშავედ