„ქეითის კრიტიკა ბოლო წვეთი აღმოჩნდა“ — პრინცმა უილიამმა ჰარისთან ურთიერთობა მეუღლის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო საბოლოოდ გაწყვიტა. - მშობლები

„ქეითის კრიტიკა ბოლო წვეთი აღმოჩნდა“ — პრინცმა უილიამმა ჰარისთან ურთიერთობა მეუღლის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო საბოლოოდ გაწყვიტა

2026-06-11 11:03:55+04:00

პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი, როგორც ჩანს, შერიგების ნაცვლად სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს. გამოცემა RadarOnline-ის ინფორმაციით, ძმებს შორის ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტის მიზეზი ჰარის მიერ ქეით მიდლტონის შესახებ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომლებიც მან თავის მემუარებში „სათადარიგო“ (Spare) გააჟღერა.

გამოცემა The Royals Uncensored-ის პოდკასტზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილი რედაქტორი დენ უეიკფორდი მიიჩნევს: პრინც უილიამს ყველაზე მეტად ის ფაქტი ეწყინა, რომ ჰარიმ რამდენიმე ეპიზოდის მეშვეობით უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი გულგრილ და ცივ ადამიანად წარმოაჩინა.

უეიკფორდის თქმით, სწორედ ეს აღმოჩნდა ის ზღვარი, რომლის გადალახვაც უილიამმა ვეღარ შეძლო.

„სწორედ ეს ვერ მიიღო უილიამმა და სწორედ ამან დაარწმუნა, რომ ყველაფერი დასრულდა. მას საკუთარ თავზე მიმართული კრიტიკა შეიძლება აეტანა, მაგრამ ქეითის კრიტიკა ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ამ დრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებდა,“ — ამბობს დენ უეიკფორდი.

ჰარიმ თავის მემუარებში ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი მტკიცებით, 2018 წელს, მათი ქორწილის წინ, უელსის პრინცესასა და მეგანს შორის დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. ჰარის თქმით, ქეითმა მოითხოვა, რომ მისი ქალიშვილის, პრინცესა შარლოტას კაბა თავიდან შეეკერათ. სარლოტას ქორწილში ყვავილები მიჰქონდა. მისი კაბის ცვლილებამ მეგან მარკლი ატირა.

ბრიტანული სამეფო ოჯახის გარშემო არსებული დაძაბულობა ამით არ სრულდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი მეუღლის, მეგან მარკლის, და მათი შვილების — პრინც არჩისა და პრინცესა ლილიბეტის — დიდ ბრიტანეთში ჩაყვანას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ჰარი წარსულში არაერთხელ აცხადებდა, რომ ოჯახთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში არ დაბრუნდებოდა, სანამ ხელისუფლება მათ სრულ უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა.

მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ 2020 წელს სამეფო მოვალეობებზე უარი თქვეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ, ჰარი მამას, მეფე ჩარლზ III-ს, მხოლოდ ორჯერ შეხვდა.

პრინც არჩი და პრინცესა ლილიბეტი ბაბუას ბოლოს 2022 წელს შეხვდნენ, როდესაც ლონდონში დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის იუბილეზე ჩავიდნენ.

რაც შეეხება ძმებს, პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი ბოლოს ერთმანეთს 2022 წლის სექტემბერში, დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე შეხვდნენ. მას შემდეგ მათი ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და სამეფო ოჯახის გარშემო მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ ძმებს შორის არსებული განხეთქილება კვლავ ღრმა და მოუგვარებელია.

სამეფო კარზე უფასოდ ცხოვრება დასრულდა - მეფე ჩარლზ III ძმიშვილებს სამეფო რეზიდენციებიდან აძევებს, პრინცი უილიამი კი ითხოვს, რომ მათგან თავი შორს დაიჭირონ