21 ივლისს ქართული ესტრადის ლეგენდარულ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს 90 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ საღამოზე თავად გამოვიდა სცენაზე და არაერთი სიმღერა შეასრულა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოების აღფრთოვანება მოჰყვა.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს მოსკოვში, “ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალზე” შედგა მისი პირველი გამოსვლა, მომღერლის რანგში, სიმღერით “ჩავაქრე სანთელი” ნანი გრეგვაძემ ლაურეტის წოდება მოიპოვა. 1959—1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.პირველი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება – 1964 წლის გასტროლი მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად პარიზში. მაშინ ნანი პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ ‘ოლიმპიაში’, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ “ორერაში”, სადაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980 წლიდან ნანი ბრეგვაძე სოლო კარიერას იწყებს. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს.
ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ამაყი თავდაჭერის და გარეგნული სითამამის მიუხედავად ყოველი სცენაზე გამოსვლის წინ საოცრად ნერვიულობს, ყოველთვის განიცდის, სათანადოდ გაამართლებს თუ არა მაყურებლის მოლოდინს. ნანი ბრეგვაძე განსაკუთრებული პასუხისმმგებლობით უდგება თვითოეულ გამოჩენას სცენაზე, ძალიან იშვიათადაა კმაყოფილი და თვლის რომ თვითკრიტიკა აუცილებელი რამაა მომღერლისთვის.ნანის სიმღერებზე არა ერთი თაობა აღიზარდა და მრავალი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო.



ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, ამ მხრივ აღსანიშნავია: ”ვერის უბნის მელოდიები”, “შეხვედრა მთაში”, ”დათა თუთაშხია”, ‘საბუდარელი ჭაბუკი”, “განგაში” და სხვა. ახალგაზრდობაში ოცნებობდა მსახიობობაზე, ითამაშა კიდეც ორ ფილმში.
ჰყავს ერთი ქალიშვილი - ეკა მამალაძე, სამი შვილიშვილი და შვილთაშვილები.