ქალს, რომელმაც 65 წლის ასაკში გააჩინა შვილი, გაზრდილმა ქალიშვილმა უჩივლა... - როგორ გაგრძელდა გახმაურებული ამბავი - მშობლები

ქალს, რომელმაც 65 წლის ასაკში გააჩინა შვილი, გაზრდილმა ქალიშვილმა უჩივლა... - როგორ გაგრძელდა გახმაურებული ამბავი

2026-06-12 14:01:00+04:00

ჩერნიგოველი პენსიონერისა და მისი ქალიშვილის ამბავი 2023 წელს მსოფლიოს მოედო. 78 წლის ვალენტინა პოდვერბნაია უკრაინაში ყველაზე ხანდაზმული მშობიარე ქალი იყო. მან 2011 წელს, 65 წლის ასაკში გააჩინა ქალიშვილი ანა-მარია ხელოვნური განაყოფიერების გზით.

2015-09-21-pidverbna-04-e1487678887679-1687852316-1781259272.jpghfp9ycpukxuels3npol0nqgr1a96prlt-1687852316-1781259273.jpg

თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა როცა გოგონა 12 წლის გახდა, 2023 წელს მოულოდნელად გახმაურდა ამბავი, რომ ის დედას უჩიოდა. მოზარდი სოციალურ ქსელში წერდა, რომ დედა სიელმის გამო შეურაცხყოფას აყენებდა, საცვლებს უჭრიდა და ფიზიკურად ძალადობდა. გოგონა აცხადებდა, რომ ვალენტინას მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა სურდა... ანა-მარიას თქმით, დედას იგი მხოლოდ სოციალური დახმარების გამო სჭირდებოდა. "მართალი გითხრათ, ნორმალური დაბადების დღეც კი არ მქონია. დედაჩემი მეუბნებოდა: "შენს დაბადების დღეს მხოლოდ მაშინ აღვნიშნავ, როცა თვალების მოძრაობას სამუდამოდ შეწყვეტ. ან თოჯინას მხოლოდ მაშინ ვიყიდი, როცა თვალების დახუჭვას შეწყვეტ." ალბათ, ბავშვობა აღარ მექნება..."

როდესაც მსგავსი შინაარსის პოსტები ანა-მარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ამბით პოლიცია, ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური სამსახური დაინტერესდა. ანა-მარია საავადმყოფოში გადაიყვანეს, საქმე კი სასამართლომდე მივიდა. ქალი ბრალდებას უარყოფდა და ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ძალადობაში ბრალდებული დედა აცხადებდა, რომ მის შვილზე ვიღაც ახდენდა გავლენას და მის წინააღმდეგ ამხედრებდა, ბრალდებას კი აბსურდულს უწოდებდა და აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება."დაწერა აიძულეს. პატარაა და არაფერი ესმის. ბევრი შურიანი და არაკეთილმოსურნე მყავს ირგვლივ და ალბათ, მათ გადაიბირეს." - ამბობდა ვალენტინა ადგილობრივ მედიასთან მიცემულ კომენტარში.

სხვათა შორის, ქალის რამდენიმე ახლობელიც აღნიშნავდა, რომ შესაძლოა, ბავშვს მსგავსი რამის დაწერას ვინმე კარნახობდა და დედის წინააღმდეგ იყენებდა...თუმცა ერთ-ერთი მეზობელი ადასტურებდა, რომ მათი ოჯახიდან ხმაური მუდმივად ისმოდა.

რა მოხდა შემდეგ?

გოგონა სახელმწიფო ორგანოებს დახმარებას სთხოვდა და დედის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა. ამის შემდეგ საქმე სასამართლო და სოციალური სამსახურების დონეზე განიხილებოდა.

ანა-მარია დედის მეურვეობიდან გამოიყვანეს და სხვა მეურვის/მზრუნველობის ქვეშ გადაიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის მიზეზი იყო ბავშვის კეთილდღეობასთან დაკავშირებული პრობლემები და არასათანადო მოვლის შესახებ საჩივრები.

1200-0-1762717888-9759-1781259272.webp

2025 წლის ნოემბერში ვალენტინა პოდვერბნაია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ დროს ანა-მარია უკვე დედისგან განცალკევებით ცხოვრობდა და მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა მიუხედავად კონფლიქტისა, ურთიერთობა ბოლომდე არ გაწყვეტილა. მეურვის თქმით, ანა-მარია გარკვეულ კონტაქტს ინარჩუნებდა დედასთან. ზოგჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა გოგონამ დედის ტელეფონის ნომერიც კი დაბლოკა ღამის ზარების გამო...

valentina-pidverbna-ukraine-s-oldest-1781259551.webp

დღეს გოგონა სკოლაში სწავლობს, დაიწყო ფლეიტაზე დაკვრა, გაიჩინა მეგობრები. 2024 წელს თვალებზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა, რომლებიც წარმატებით დასრულდა; მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში და ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუუმჯობესდა.

950x550-0-main-v1736499403-1781259272.webp.png

ქალი, რომელმაც 60 წლის ასაკში გააჩინა ტყუპი, შვილების თვალწინ გარდაიცვალა - რა ბედი ეწია მის ქალ-ვაჟს?
ვინ არის 82 წლის რობერტ დე ნიროს 35 წლით უმცროსი რჩეული და მისი მე-7 შვილის დედა? - როგორ შეხვდა ვარსკვლავი ნამდვილ ჩემპიონს
პირველი შვილი 66 წლისამ გააჩინა - ახლა დედა 82 წლისაა, ქალიშვილი - 16 წლის