დევიდ ბექჰემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს... - გაბუტული უფროსი ვაჟი არათუ არ მივიდა ცერემონიაზე, სიტყვითაც არ მიულოცა - მშობლები

დევიდ ბექჰემს ვარსკვლავი გაუხსნეს, გაბუტულმა ვაჟმა კი სიტყვითაც არ მიულოცა

2026-06-13 23:20:25+04:00

დევიდ ბექჰემისთვის ეს მართლაც ისტორიული დღე იყო. 2026 წლის 12 ივნისს მან მიიღო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად. ცერემონიაზე მასთან ერთად იყვნენ მეუღლე ვიქტორია, შვილები რომეო, კრუზიდა ჰარპერი. რომეოს და კრუზს შეყვარებულები ახლდნენ. ღონისძიებას ასევე დაესწრო მსახიობი ტომ კრუზი, რომელიც ბექჰემის მეგობარია.

hkp98dqxiaa4eoc-1781379898.jpgimages-2-1781379898.jpg

p0nrrlhh-1781379899.jpg.webp

david-beckham-has-received-his-star-on-the-hollywood-walk-v0-3ejemjx77w6h1-1781379898.webp

david-victoria-harper-cruz-beckham-walk-of-fame-star-61226-ae9799f79676428e8aeb5e9e52e81615-1781379898.jpgkim-turnbull-romeo-beckham-tom-1087890865-1781379898.jpg

მხოლოდ უფროსი ვაჟი - ბრუკლინი აკლდა ცერემონიას. როგორც ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ოჯახის ბოლოდროინდელ ცხოვრებაში, ესეც გამოტოვა...

თავის გამოსვლაში ბექჰემმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ოჯახს და თქვა, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე ამ წარმატებას ვერ მიაღწევდა.

რატომ მიიქცია ყურადღება ბრუკლინის არყოფნამ?

ცერემონიის მთავარი განხილვის თემა სწორედ უფროსი ვაჟის, არყოფნა გახდა. ოჯახის დანარჩენი წევრები ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ ბრუკლინი და მისი მეუღლე ნიკოლა პელცი არ გამოჩენილან. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო, რადგან ბოლო თვეებში ბექჰემების ოჯახსა და ბრუკლინს შორის დაძაბულობაზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება.

ბრუკლინი ბოლო პერიოდში არ დასწრებია რამდენიმე მნიშვნელოვან საოჯახო შეკრებასა და აღნიშვნას, მათ შორის მამის დაბადების დღის ღონისძიებასაც. სხვადასხვა გამოცემა წერს, რომ ოჯახური განხეთქილება რამდენიმე წელია არსებობს, თუმცა 2026 წლის დასაწყისში უფრო საჯარო გახდა, როდესაც ბრუკლინმა სოციალურ ქსელში ღიად ისაუბრა მშობლებთან ურთიერთობის პრობლემებზე.

ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრუკლინი არ აპირებდა დასწრებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ღონისძიების დღეს სულაც წავიდა ლოს-ანჯელესიდან და ნიუ-იორკში გაემგზავრა, თითქოსდა საკუთარი ბრენდის პრომოუშენში იყო ჩართული. მედიის ცნობით, ის მონაწილეობდა თავისი ცხარე სოუსების ბრენდის Cloud 23-ის პრომოუშენში, მათ შორის Tribeca Festival-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

ცერემონიის დღეს მისმა სოციალურმა აქტივობამ დამატებითი ყურადღება მიიქცია. რამდენიმე გამოცემის ცნობით, მაშინ როცა დევიდ ბექჰემი ვარსკვლავის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდა, ბრუკლინმა Instagram Story-ში გამოაქვეყნა ვიდეო/კადრი, სადაც პარკში სირბილით იყო დაკავებული. პოსტში მამის ღონისძიება საერთოდ არ უხსენებია, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა საუბარი ოჯახურ გაუცხოებაზე...

ბოლო თვეებში მის სოციალური ქსელებში ძირითადად მეუღლის - ნიკოლას მიმართ აღტაცებული პოსტები ჩანს, წყვილის ფოტოები, პერიოდულად - სიდედრ-სიმამრის ქებაც.

„ვერ ვიტყოდი, რომ დანაშაულის გრძნობა მაქვს... ყოველთვის ვცდილობდით, საუკეთესო მშობლები ვყოფილიყავით... - ვიქტორია ბექჰემის პირველი კომენტარი ოჯახურ სკანდალზე
ბექჰემების 14 წლის ქალიშვილმა, რომელსაც სექსუალური ჩაცმულობის გამო აკრიტიკებდნენ, ამჯერად სრულიად არაბავშვური საქმიანობა წამოიწყო
ნიკოლა პელცმა საჯაროდ დაამცირა ვიქტორია და დევიდ ბექჰემები - ბრუკლინის დაბადების დღემ უსკანდალოდ ვერ ჩაიარა