გიო მაქაცარიას მხიარული დაბადების დღე... - მშობიარობიდან 10 დღეში ლიზა შვილის დღეობაზე გამოჩნდა და შესანიშნავ ფორმაშია (ვიდეო) - მშობლები

გიო მაქაცარიას მხიარული დაბადების დღე... - მშობიარობიდან 10 დღეში ლიზა შვილის დღეობაზე გამოჩნდა და შესანიშნავ ფორმაშია (ვიდეო)

2026-06-14 14:37:23+04:00

ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას უფროსი შვილი, გიო 2 ივნისს იყო იუბილარი - 3 წლის გახდა. ზუსტად იმ დღეებში ლიზა მესამე შვილის მოლოდინში იყო და გიოს ოჯახურად გადაუხადეს დაბადების დღე - სიურპრიზი და საჩუქრები დილითვე დაახვედრეს სახლში, მერე კი მამასთან ერთად ატრაქციონებზე გაეშურა.

happy-birthday-son-1780408913.jpggio-1780408969.png

მეორე დღეს კი ლიზამ იმშობიარა და მესამე შვილი - ქეთო გაუჩნდა.

მშობიარობიდან ორი კვირაც არაა გასული, თუმცა წყვილმა გადაწყვიტა, გიოსთვის დღეობა გადაეხადა და ცოტა მოგვიანებით, უკვე მეორედ აღუნიშნეს თანატოლების გარემოცვაში.

დღეობას შუათანა შვილი - ნინაც ესწრებოდა, რომლის ფოტოც ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
723110971-18591679249035063-6049444961097806005-n-1781434169..jpg

ბუნებრივად ვიმშობიარე, გაუტკივარების გარეშე... დედაჩემი და ირაკლი დაესწრნენ მშობიარობას. ქეთო ბუნებრივ კვებაზეა... - ლიზა ჩიჩუა მესამე მშობიარობაზე კითხვებს პასუხობს