კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის უფროსი ქალიშვილი, ნორთი, 15 ივნისს 13 წლის გახდა. ეს დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა გოთურ სტილში და ტორტიც შავი ჰქონდა.






კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელში მიულოცა დაბადების დღე: "გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ნორთიიიიიიიიიი. არ მჯერა, რომ ოფიციალურად თინეიჯერი ხარ!!!!! არავინ არსებობს შენნაირი, ჩემო პატარა გოგო! მიყვარს შენი დედობა და შენი ზრდის ყურება. მიყვარხარ უცხოპლანეტელების გალაქტიკებამდე, რომლებზეც ბავშვობაში და მას შემდეგაც კი ილაპარაკებდი".




სულ ცოტა ხნის წინ ნორტი, რომელიც სასიმღერო კარიერას აწყობს და მამასთან ერთადაც გამოდის ხოლმე სცენაზე, მუსიკალურ ფესტივალზე გამოვიდა.
49 წლის რეპერმა კანიემ ვერ შეიკავა მამობრივი სიამაყე და თავადაც გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი პირმშო ასრულებს მათ ერთობლივ სიმღერას "TALKING" მისი 2024 წლის ალბომიდან Vultures 1.
ამ გამოსვლისთვის ნორთმა თავისი ტრადიციული თმის ფერი აირჩია: გრძელი ფირუზისფერი თმა მოხდენილად შეკრული ცხენის კუდით. ახალგაზრდა რეპერის იმიჯს ავსებდა შავი Balenciaga-ს სამოსი, მორთული ჩოკერი, მსხვილი ბრილიანტის ჯაჭვი და ფუტურისტული შავი მბზინავი სათვალე.

წელს კიმ კარდაშიანმა დეტალურად ისაუბრა ქალიშვილის ჰობიზე, როდესაც გამოვიდა თავისი დის, ქლოეს პოდკასტში, „ქლოე საოცრებათა ქვეყანაში“. ბიზნესვუმენმა გააზიარა, რომ ნორთი სკოლაში არ დადის, შინ სწავლობს და ამავდროულად გადის მუსიკის პრაქტიკულ კურსს.
„სახლში მას შეუძლია რვა საათი გაატაროს სტუდიაში, თავად დაწეროს ტექსტები და შექმნას სიმღერები. სახლში ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელი შევუწყოთ იმაში, რაც მას ნამდვილად მოსწონს და რაც მისთვის გამოწვევაა“, - აღნიშნა კიმმა.
ნორთმა ბოლო დროს რამდენჯერმე შეიცვალა სტილი, თმის ფერსაც ხშირად იცვლის და ათასნაირ ექსპერიმენტს ატარებს გარეგნობაზე. ბევრი ფიქრობს, რომ 12-13 წლის გოგოსთვის ეს ქალური ცხოვრების სტილი ძალიან ნაადრევია, თუმცა გოგონა ბავშვობიდან ასე ცხოვრობს.









ჯერ სულ რაღაც 10 წლის გოგონა გრძელი ფრჩხილებით, ფრანგული მანიკურით, დიდური სამოსით და ვარცხნილობით იწონებდა თავს. ამბობენ, რომ კიმი დათვურ სამსახურს უწევს ქალიშვილს, რომელსაც ბავშვობიდან ზედმეტ ფუფუნებაში ზრდის და არც არაფერს უშლის.
კიმი უგულებელყოფს კრიტიკას - კანიეს უკმაყოფილების მიუხედავად. მანამდე, უესტი უკვე საჯაროდ კონფლიქტში იყო ყოფილ მეუღლესთან შვილების აღზრდასთან დაკავშირებული მისი შეხედულებების გამო. კიმმა კი განაცხადა, რომ რეპერს შვილები არ აინტერესებს.

რეპერი ამჟამად დაქორწინებულია 30 წლის ავსტრალიელ მოდელ ბიანკა ცენსორიზე, 44 წლის კიმი კი მარტოხელაა, თუმცა განქორწინების შემდეგ მას გახმაურებული რომანები აქვს.